ალავიძე-ქუმსიშვილის საქმიანობის გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის სამსახურს მიმართა – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. საქმე ეხება სამტრედია-გრიგოლეთის გზის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებულ მასალებს.

მინისტრის თქმით, სამტრედია-გრიგოლეთის პროექტთან დაკავშირებით, პროკურატურას უწყებამ მასალები უკვე გაუგზავნეს.

პროკურატურა, ყოფილი მინისტრების, ზურაბ ალავიძის და დიმიტრი ქუმსიშვილის მინისტრობის პერიოდით დაინტერესდა. ორივე ყოფილი მაღალჩინოსანი გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

შესწავლის მიზნით გამოთხოვილია დოკუმენტაცია ეკონომიკის სამინისტროდანაც.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow