16 აგ­ვის­ტოს „Check in Georgia“ და „ბლექ სი არე­ნა“ ლე­გენ­და­რუ­ლი ქართვე­ლი მომ­ღერ­ლის, ნანი ბრეგვაძის ის­ტო­რი­ულ კონ­ცერ­ტზე გვიწვევს.

სპე­ცი­ა­ლუ­რი სტუმ­რის სტა­ტუ­სით მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე მსოფ­ლი­ო­ში აღიარებუ­ლი მე­საყ­ვი­რე, „გრე­მის“ მფლო­ბე­ლი, მუ­სი­კო­სი კრის ბოტი წარდგე­ბა. ევ­გე­ნი მი­ქე­ლა­ძის სახელობის სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სიმფო­ნი­უ­რი ორ­კესტრი, სოლისტებთან ერ­თად, ყვე­ლას­თვის ცნო­ბილ და საყ­ვა­რელ მე­ლო­დი­ებ­ზე ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლის მიერ შექ­მნილ ორი­გი­ნა­ლურ სა­ორ­კესტრო ვერ­სი­ებს შე­მოგ­ვთა­ვა­ზებს.

კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს ბა­თუ­მის მუ­სი­კა­ლუ­რი ცენ­ტრის სახელ­მწი­ფო კა­პე­ლა. შეს­რულ­დე­ბა შედევ­რე­ბი, რო­მელ­თაც ნანი ბრეგ­ვა­ძეს XX სა­უ­კუ­ნის გა­მო­ჩე­ნი­ლი ქარ­თვე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რე­ბი უძღვნიდ­ნენ. ქართული სცე­ნის დე­დოფ­ლის­თვის სასიმღერო ტექ­სტებს ქმნიდ­ნენ მო­რის ფო­ცხიშ­ვი­ლი, პეტ­რე გრუ­ზინ­სკი.

16 აგ­ვის­ტოს ნანი ბრეგ­ვა­ძე სოლო კონცერტს ეკა მა­მა­ლა­ძეს­თან, ნა­ტა­ლია ქუ­თა­თე­ლა­ძეს­თან, ნინო ქა­თა­მა­ძეს­თან, სტე­ფა­ნე მღებ­რიშ­ვილ­თან და კრის ბოტის­თან ერ­თად გამართავს…

ნანი ბრეგ­ვა­ძე:

– ნი­კას გა­რე­შე არა­ფე­რი გა­მო­დის… წლე­ბის წინათ კი ყვე­ლა­ფე­რი ასე დაიწყო: ჩემ­თან მო­ვი­და ადა­მი­ა­ნი და მი­თხრა, რომ არის პა­ტა­რა, 14 წლის ბიჭი, რო­მელ­საც შენი გაც­ნო­ბა უნდაო. ამ­ბობს, ნე­ტავ, ოდეს­მე მე­ღირ­სე­ბა, აკომ­პა­ნი­მენ­ტი გა­ვუ­კე­თო ნანი ბრეგვაძე­სო… მოკ­ლედ, მო­მიყ­ვა­ნეს ბიჭი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი აღმოჩ­ნდა, დაჯ­და და და­უკ­რა, ნამდვილად მო­მე­წო­ნა…

მოკ­ლედ, ისე მო­მე­წო­ნა, რომ მის გა­რე­შე დღეს თით­ქმის აღარ ვმღე­რი, ანუ სა­დაც ნიკა არ უკ­რავს და არ დირიჟო­რობს, მე იქ არ ვარ. სა­ო­ცა­რია, ისე უკ­რავს, რომ მას მივ­ყვე­ბი და ყოველ ჯერ­ზე ახა­ლ სიმ­ღე­რა­სა­ვით გამო­დის. ნიკა ჩემ­თვის დიდი მუსიკოსია! ამ კონ­ცერ­ტის წინ კი ძალიან ვღე­ლავ, ამ­ხე­ლა არე­ნა­ზე არასდროს გა­მოვ­სულ­ვარ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 5000-იანი დარ­ბა­ზე­ბის სცენა­ზე ვყო­ფილ­ვარ. ამი­ტომ, ყვე­ლა­ნი ერ­თად, დიდი მონ­დო­მე­ბით და პასუხის­მგებ­ლო­ბით ვემ­ზა­დე­ბით მაყუ­რე­ბელ­თან შე­სახ­ვედ­რად.

ანი კავ­ლე­ლიშ­ვი­ლი, „ბლექ სი არენას“ დი­რექ­ტი­რი:

– მე­სა­მე წე­ლია, „Check in Georgia“-ს ფარ­გლებ­ში „ბლექ სი არე­ნას“ დიდი სურ­ვი­ლი გვქონ­და, ჩვენს მა­ყუ­რე­ბელს სინ­თე­ზუ­რი კონ­ცერ­ტე­ბი ეხი­ლა, სადაც ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი უცხოელ ვარ­სკვლა­ვებ­თან ერ­თად დად­გე­ბოდ­ნენ სცე­ნა­ზე. ამი­ტომ, დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, ქალ­ბა­ტონ ნა­ნის თხოვ­ნით მივ­მარ­თავ­დით, ყო­ფი­ლი­ყო ჩვე­ნი სტუ­მა­რი და ზა­ფხუ­ლის სეზონის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბა შემ­დგა­რი­ყო. წელს ჩვენ შო­რის ეს მო­ლა­პა­რა­კე­ბა შედ­გა, რაც ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

ვე­ლო­დე­ბით სპე­ცი­ა­ლურ სტუ­მარს, რო­მე­ლიც ქალ­ბა­ტო­ნი ნა­ნის­თვის, ამერი­კი­დან ჩა­მოფ­რინ­დე­ბა – კრის ბოტი, ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი ამერიკე­ლი მე­საყ­ვი­რე. დიდი იმე­დი მაქვს, რომ სა­კუ­რორ­ტო სე­ზონ­ზე ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა და­უ­ვი­წყა­რი იქ­ნე­ბა ტურის­ტე­ბის­თვი­საც და მათ საკურორტო გან­წყო­ბას მთლი­ა­ნად შეცვლის.

ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი:

– ჩემ­თვის ყო­ველ­თვის და ყველ­გან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­დე­საც ნანი ბრეგვა­ძეს აკომ­პა­ნი­მენტს ვუ­კე­თებ. თით­ქოს ამ დროს სა­კუ­თარ თავ­ში იმ მუ­სი­კა­ლუ­რი დი­ნას­ტი­ის გამგრძელებელს ვგრძნობ, რომ­ლის წევ­რე­ბი იყ­ვნენ ისე­თი დიდი მოღვაწეე­ბი, რო­გო­რე­ბიც არი­ან: არ­ჩილ კე­რე­სე­ლი­ძე, რე­ვაზ ლა­ღი­ძე, ბი­ძი­ნა კვერ­ნა­ძე, გია ყან­ჩე­ლი, ვაჟა აზარაშვილი, გოგი ცა­ბა­ძე, მა­რი­კა კვალი­აშ­ვი­ლი, ნუნუ გა­ბუ­ნია… ადამიანე­ბი, რომ­ლებ­მაც ქარ­თული სასიმ­ღე­რო მუ­სი­კის ის­ტო­რი­ა­ში შედევრე­ბი შექ­მნეს. შე­დევ­რის შექ­მნას მხო­ლოდ ნიჭი არ შვე­ლის, მას მუზა სჭირ­დე­ბა. ამ გე­ნი­ო­სე­ბის­თვის ნანი ბრეგ­ვა­ძე იყო მუზა!

ამი­ტომ ნანი ბრეგ­ვა­ძის ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა არა მარ­ტო მისი უმაღ­ლე­სი რან­გის სიმ­ღე­რაა, არა­მედ ის, რომ კომ­პო­ზი­ტო­რებს შთა­გო­ნე­ბას აძ­ლევ­და, და­ე­წე­რათ ბრწყინ­ვა­ლე ნაწარ­მო­ე­ბე­ბი… ჩვე­ნი კონ­ცერ­ტი კი სწო­რედ მად­ლი­ე­რე­ბის გა­მო­ხატ­ვაა, იმ დიდი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ და არამარტო კომ­პო­ზი­ტო­რე­ბის, ბრწყინვა­ლე პო­ე­ზი­ის ავ­ტო­რე­ბის მიმართ, რომ­ლე­ბიც ამ სიმ­ღე­რე­ბის ტექ­სტებს ქმნიდ­ნენ. მათ­გან ბევ­რი ცოცხა­ლი აღარ არის. კონ­ცერ­ტზე ყველას სა­ხე­ლი და მუ­სი­კა ახ­ლე­ბუ­რი არან­ჟი­რე­ბით, გა­ორ­კესტრე­ბით, ინტერპრე­ტა­ცი­ით, ფრა­ზე­ბით, ხასიათე­ბით გა­იჟ­ღე­რებს.

კონ­ცერ­ტის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნაწილი კრის ბო­ტია, რო­მელ­თა­ნაც შემოქ­მე­დე­ბი­თი პარტნი­ო­რო­ბა შედგა, ინი­ცი­ა­ტი­ვა მის­გან მო­დი­ო­და, ის ნანი ბრეგ­ვა­ძის დიდი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლია, იც­ნობს მის შე­მოქ­მე­დე­ბას და რაც მთავა­რია, მის შე­მოქ­მე­დე­ბით საღამოზე ქალ­ბა­ტო­ნ ნანი ბრეგ­ვა­ძის სამ­შობ­ლო­ში ჩა­მო­დის. ერთი წუ­თი­თაც არ და­ფიქ­რე­ბუ­ლა, ისე დაგ­ვთან­ხმდა. ასე რომ, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, სა­სი­ა­მოვ­ნო და და­უ­ვი­წყა­რი კონ­ცერ­ტის სამზადისში ვართ.

თე­ო­ნა ჯორ­ბე­ნა­ძე, პრო­დი­უ­სე­რი:

– მინ­და, გა­ვიხ­სე­ნო სა­ღა­მო, როდესაც კრის ბოტი ნანი ბრეგ­ვა­ძით დაინტე­რეს­და… 2014 წელს მთაწმინდაზე ქალ­ბა­ტონ­მა ნა­ნიმ შეასრუ­ლა სიმ­ღე­რა, რომ­ლის მოს­მე­ნის შემ­დეგ, ბო­ტიმ დაგ­ვი­ძა­ხა და გვკი­თხა: ეს ქალი ვინ არის? ვუ­თხა­რით, რომ ჩვე­ნი ლე­გენ­და და ღირ­სე­ბა – ნანი ბრეგ­ვა­ძეა. არა­ფე­რი მინ­და, გარ­და იმისა, რომ ვი­ცო­დე, მაქვს თუ არა შანსი, ეს ქალ­ბა­ტო­ნი ჩემ­თან ერ­თად სცე­ნა­ზე იდ­გე­სო. შემ­დეგ თვი­თონ მივი­და და სთხო­ვა, ნანი და­ი­თან­ხმა და ბო­ტიც მთე­ლი ღამე, სოლო კონ­ცერ­ტის წინ, რე­პე­ტი­ცი­ობ­და, გოგი ცა­ბა­ძის ნაწარ­მო­ებს სწავ­ლობ­და.

ჩვე­ნი კონ­ცერ­ტის სლო­გა­ნია: „ნანი – სცე­ნის დე­დო­ფა­ლი, დიდი ავ­ტო­რების შთა­გო­ნე­ბა“. ამ ყვე­ლა­ფერ­ზე დიდი და კარ­გი გუნ­დი მუ­შა­ობს. ეს იქნე­ბა ის­ტო­რი­უ­ლი სა­ღა­მო.

მა­რი­ნა ბე­რი­ძე, პრო­დი­უ­სე­რი:

– მინ­და ნიკა რაჭ­ვე­ლი­სა და ნა­ნის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კავ­ში­რის და­სა­წყი­სი გა­ვიხ­სე­ნო: სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რდა ბიჭ­მა, ბევ­რი წლის წინათ ხელი მოკიდა და გა­ა­კე­თა ნა­ნის კონ­ცერ­ტი, ეს იყო ვარ­სკვლა­ვის გახ­სნა, რაც, გამოვტყდე­ბი, ჩემი ავან­ტი­უ­რა იყო. აქე­დან და­ი­წყო, ალ­ბათ, ნი­კას შემოქმედე­ბი­თი ურ­თი­ერ­თო­ბა ნანისთან. ნანი პირ­ვე­ლი­ვე ნაბიჯებიდან ენდო და აჰ­ყვა სრუ­ლი­ად პა­ტა­რა, 20 წლის ბიჭს. მას მერე ბევ­რმა კონ­ცერ­ტმა ჩა­ი­ა­რა და არ მახ­სოვს, ერთი კონ­ცერ­ტი, რო­მე­ლიც წი­ნას ჰგავდეს, რისი თავი და თავიც ნა­ნია! საკ­მა­რი­სია, სრუ­ლად ახა­ლი იდეა შევთა­ვა­ზოთ, ისე აი­ტა­ცებს, ისე წამოგყვე­ბა, გა­გა­ო­ცებს. სა­ერ­თოდ, ასეთი ტან­დე­მი, რო­გო­რიც ნიკა და ნანია, მე­ო­რე არ მი­ნა­ხავს…

პრესკონფერენციის დასასრულ, მასპინძლებმა საოცარი სიურპრიზი მოგვიწყვეს ჟურნალისტებს. ქალბატონმა ნანიმ ეკასთან ერთად ნიკოლოზ რაჭველის აკომპანიმენტით ორი სიმღერა გვაჩუქა ექსპრომტად.


ფოტო: ილია ბაბურაშვილი

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow