საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი არ აკონკრეტებს მიიღებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. ის ასევე არ პასუხობს კითხვას მიმართა თუ არა საფრანგეთის საელჩოს მოქალაქეობის გაუქმებასთან დაკავშირებით.

„არაფერს არ ვადასტურებ. არაფერს ვპასუხობ. როცა მივიღებ გადაწყვეტილებას გაგაფრთხილებთ,“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის საელჩოს მოქალაქეობის გაუქმების თხოვნით მიმართა მმართველი გუნდის წევრმა ეკა ბესელიამ დაადასტურა.

გავრცელებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს, დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით იყრის. სავარაუდოდ სწორედ სალომე ზურაბიშვილი იქნება ის დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც მხარს მმართველი გუნდი დაუჭერს.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow