საპარლამენტო კომისიის სხდომაზე ირაკლი შოთაძემ დეტალურად ისაუბრა იმის შეხსახებ, თუ რატომ მიიღო თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება.

“ამასთან დაკავშირებით მე საკმაოდ დეტალურად ვისაუბრე ამ მოტივებზე და მიზეზებზე ჩემს განცხადებაში, რომელიც 31 მაისს გავავრცელე. არ იყო ეს ჩემთვის მარტივი გადაწყვეტილება, თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდანაც განვმეორდები, რომ მე ამ გადაწყვეტილების მართებულობაში ეჭვი არ მეპარება. 2015 წლიდან მე გავხდი მთავარი პროკურორი და ჩემი მთავარი პროკურორობის პერიოდში, მთელი ჩემი საქმიანობა მიმართული იყო პროკურატურის გაძლიერებაზე, განვითარებაზე, რეფორმირებაზე. ამ ყველაფრის მიზანი იყო რა თქმა უნდა პროკურატურის ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობის გაზრდა, ინდივიდუალური პროკურორების დამოუკიდებლობის გაზრდა, პროფესიონალიზმის ამაღლება და სისტემაში კონკურენტუნარიანობის გაზრდა და რა თქმა უნდა ამ ყველაფრისკენ იყო მიმართული ჩემი მუშაობა. მე ჩემს განცხადებაშიც ავღნიშნე და ახლაც განვმეორდები, რომ მე პირადად და მთელი საქართველოს პროკურატურა ყოველთვის დაზარალებულების გვერდით იდგა და დღესაც დაზარალებულების გვერდით დგას, თუმცა ასევე ადამიანურ ფაქტორზე გავამახვილე ყურადღება, რო რა თქმა უნდა მე არაფრად არ მიღირდა არავის სიცოცხლე, ორი შვილი მეზრდება და არანაირი თანამდებობა ამ შემთხვევაში არ ღირს ამათ. შესაბამისად ჩემი უპირველესი გზავნილი, ამ ჩემი გადაწყვეტილებით საზოგადოებისადმი, დაზარალებულებისადმი იყო ის, რომ ამ შემთხვევაში პროკურატურას ხელი არავისთვის არ დაუფარებია. არც ერთ პროკურორს არავისთვის ამ სისხლის სამართლის საქმეში ხელი არ დაუფარებია. ჩვენ რომ წარმოვიდგინოთ ის რეალობა თანამდებობის პირმა მოტივებზე რომ ვილაპარაკოთ, რატომ შეიძლება ვინმემ ვინმეს ხელი დააფაროს, ეს უპირველესი მოტივი არის თანამდებობის შენარჩუნება და ვფიქრობ ამით საზოგადოებამ უნდა დაინახოს ის, რომ საქართველოს პროკურატურაში არავის ამის მოტივაცია არასდროს არ ქონია და ეს თანამდებობა ჩვენთვის არის შესაძლებლობა ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას. შესაბამისად მე მივიღე ეს გადაწყვეტილება და იმ პერიოდში ის სიბინძურეს დავარქმევდი, რაც ჩვენს მიმართ იყო, პროკურორების მიმართ იყო, ჩემს მიმართ იყო კონკრეტულად – მე ამას შევაფასებდი, როგორც პოლიტიკურ ანგარიშსწორებას კონკრეტულად ჩემს მიმართ. პოლიტიკურმა გარკვეულმა ძალებმა ოჯახების ტრაგედია გამოიყენეს პოლიტიკური მიზნებისთვის და ამ შემთხვევაში ერთ-ერთ სამიზნედ ამირჩიეს მეც, პროკურატურაც აირჩიეს, იმიტომ, რომ ჩემი საქმიანობის, ჩემი მთავარი პროკურორობის პერიოდში ასეულობით ყოფილი თანამდებობის პირის მიმართ დავიწყეთ სისხლის სამართლებრივი დევნა, მოხდა მათი მსჯავრდება, თუნდაც დანაშაულებისათვის, რომელიც გულისხმობდა დამნაშავეებისთვის ხელის დაფარებას. შესაბამისად მე ცალსახად ამ ყველაფრის უკან ვხედავ გარკვეულ წილად რა თქმა უნდა პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზანს, თუმცა ჩემი გადადგომის მთავარი მესიჯი დაზარალებულების და საზოგადოების მიმართ ის იყო, რომ პროკურატურას ამ სისხლის სამართლის საქმეში არავისთვის ხელი არ დაუფარებია, არ დააფარებს, აკეთებდა ყველაფერს და გააკეთებს ყველაფერს, რათა დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow