საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებული მალხაზ ტოხოსაშვილი შაბათს, წყნეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს.

ტოხოსაშვილი წყნეთში მუშაობდა კერძო დაცვის უფროსად. მისი ბრალეულობის დამადასტურებელი ნივთმტკიცებულებების ერთი ნაწილი კი სწორედ წყნეთში, იმ სახლიდან იქნა ამოღებული, სადაც დაკავებული მუშაობდა.

წყნეთის სახლი, სადაც ტოხოსაშვილი მუშაობდა, ბიზნესმენ მინდია საბანაძეს ეკუთვნის.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს, რომ ტოხოსაშვილს ტერორისტულ ორგანიზაციებთანაც ჰქონდა კავშირი, თუმცა ეს ბრალდების ოქმში ჯერ არ წერია.

ტოხოსაშვილის მეზობლები ამბობენ, რომ ბიზნესმენის ოჯახთან კომუნიკაცია არ აქვთ და არც სპეცოპერაციის შესახებ არ სმენიათ არაფერი.

მალხაზ ტოხოსაშვილის საცხოვრებელი სახლი მუხიანში მდებარეობს. მეზობლებმა მისი დაკავების შესახებ არაფერი იციან, თუმცა, მას დადებითად ახასიათებენ.

პროკურორ ნანა ხუნჯუას განცხადებით, დაკავებულს ოფიციალურად ბრალი საბრძოლო მასალის მართლწინააღმდეგ შეძენა-შენახვისთვის აქვს წარდგენილი, თუმცა ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები ტერორისტულ ორგანიზაციაში დახმარებისა და მასში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow