სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო მარათონში ერთვება.

ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

მისი თქმით, ის საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას.

„მინდა, გითხრათ ოფიციალურად, რომ მე ვაყენებ ჩემს კანდიდატურას პრეზიდენტობაზე. ეს არის ჩემი გადაწყვეტილება, რომელზეც ბევრი ვიფიქრე. ეს არ მომხდარა ერთ დღეში გადაწყვეტილების მიღება. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა,“ – განაცხადა სალომე ზურაბაშვილმა და აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ იყო მისი შვილის ქორწილი და მისი მთავარი საფიქრალი იყო, შეძლებდა თუ არა ის ჩართულიყო საარჩევნო მარათონში.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow