საქართველოს სახალხო დამცველი ტერმინს “ოჯახის უფროსს” დისკრიმინაციულად მიიჩნევს და საკანონმდებლო აქტებში მისი სხვა, უფრო ნეიტრალური ფორმით შეცვლას ითხოვს. აღნიშნული ინიციატივით ომბუდსმენი პრემიერ-მინისტრს მიმართავს.

სახალხო დამცველის აზრით, იმის გათვალისწინებით, რომ ტრადიციულ წარმოდგენებში “ოჯახის უფროსად” და გადაწყვეტილების მიმღებ პირად კაცი მოიაზრებოდა, დღევანდელ დღეს ტერმინის გამოყენება სტერეოტიპების განმტკიცებას უწყობს ხელს.

“თანამედროვეობაში აღნიშნული ტერმინის გამოყენება ამყარებს ქალის შესახებ სტერეოტიპულ წარმოდგენებს, რომ ქალი ოჯახის მეორეხარისხოვანი წევრია, არ არის თანასწორად გადაწყვეტილების მიმღები და დოვლათის შემომტანი”, – ნათქვამია განცხადებაში.

ომბუდსმენის პოზიციით, ოჯახის მთავარი მახასიათებელი თანასწორობა, შინამეურნეობის საქმიანობაში თანაბარი ჩართულობაა და აღნიშნული ტერმინი ამ პრინციპს ეწინააღმდეგება.

“სახალხო დამცველი მიზანშეწონილად მიიჩნევს საკანონმდებლო აქტების მიზნებისთვის აქცენტი ტერმინ “ოჯახის უფროსის” შინაარსობრივ მხარეზე გაკეთდეს, რომელშიც, როგორც წესი, ოჯახის შემადგენლობაში მყოფი საკონტაქტო პირი იგულისხმება, რომელიც ოჯახის წევრების შესახებ ყველაზე მეტად არის ინფორმირებული”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

აღნიშნული ინიციატივით სახალხო დამცველმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 2018 წლის 6 აგვისტოს მიმართა.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow