ზურაბ ყიფშიძე დაიბადა 1953 წლის 10 აგვისტოს, თბილისში.

1970-1971 წლებში სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში. შემდეგ გადავიდა მოსკოვში და 1976 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი (გერასიმოვასა და მაკაროვის სახელოსნო).

1976 წლიდან არის კინომსახიობთა თეატრისა და კინოსტუდია “ქართული ფილმის” მსახიობი. მონაწილეობდა 50-ზე მეტ ფილმში, მათ შორის: “როცა აყვავდა ნუში”, “სურამის ციხე”, “ბრავო, ალბერ ლოლიშ!”, “ნეილონის ნაძვის ხე”, “დონ კიხოტი”, “მარტოხელა მონადირე”, “წუთისოფელი”, “ამბავი სურამის ციხისა” და სხვ., აგრეთვე სპექტაკლებში: “შუშანიკის წამება”, “ჩვენი პატარა ქალაქი”, “მამა”, “ზაფხულის ღამის სიზმარი” და სხვა. ამასთან, უძღვება რამდენიმე ტელე-გადაცემას.

1997 მიიღო რუსეთის კინოაკადემიის მთავარი პრიზი “Ника”, მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შრულებისთვის; მიღებული აქვს, აგრეთვე, რუსთავის თატრალური ფესტივალის გრან-პრი.
ზურაბ ყუფშიძეს 65 წელი შეუსრულდა ,”ინფო7″-ს რედაქცია ულოცავს მას იუბილეს .

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow