დედაქალაქის მერი კახა კალაძე საბურთალოს რაიონში, მერაბ კოსტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

მიროტაძის ქუჩის (კოსტავას ქუჩიდან პეკინის გამზირამდე), პეკინის გამზირის (მიროტაძის ქუჩიდან 26 მაისის მოედნამდე), კოსტავას ქუჩის (26 მაისის მოედნიდან) სააკაძის მოედნამდე, ჭაბუკიანის ქუჩის (სააკაძის მოედნიდან პეკინის გამზირამდე) რეაბილიტაციის პროექტს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.

თბილისის მერის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, კოსტავას ქუჩაზე ასევე, ველობილიკი მოეწყობა, რომელიც პეკინის გამზირს დაუკავშირდება.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ. რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სამუშაოების ჩატარება დაიწყო, რათა მიწისქვეშა კომუნიკაციების ქსელი სრულად განაახლოს და მოაწესრიგოს. შემდგომი ეტაპი ქუჩის სრული რეაბილიტაციაა, რომელიც გზის საფარისა და განათების ბოძების მოწესრიგებას გულისხმობს. ასევე, ავტობუსებისთვის ორივე მხარეს სპეციალური ზოლი მოეწყობა, იმისთვის, რომ მგზავრებმა უფრო კომფორტულად და სწრაფად გადაადგილება შეძლონ. გზის ერთ მხარეს მოეწყობა ველობილიკიც, რომელიც პეკინის გამზირს დაუკავშირდება. შემდეგში ვგეგმავთ, რომ აღნიშნული ველობილიკი საბურთალოს რაიონში განხორციელებულ სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დავაკავშიროთ და ერთიანი, დიდი წრე შეიკრას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, სარეაბილიტაციო არეალში არსებული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებია დაგეგმილი. გზის სავალ ნაწილზე მოეწყობა ორფენიანი ასფალტობეტონის საფარი, ახალი სანიაღვრე სისტემა და გზის ორივე მხარეს მოწესრიგდება ტროტუარი. ასევე, ახლით შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციების ქსელები.

ტროტუარზე განთავსდება სკამები და სტანდარტების შესაბამისად, მოეწყობა შშმ პირთათვის ადაპტირებული გადასასვლელები. სამუშაოების ფარგლებში, 1,2 კმ სიგრძის მონაკვეთის სრული რეაბილიტაციაა გათვალისწინებული, რაც ახალი ბორდიურის, საავტომობილო და ველოსიპედების სავალი ნაწილის მოწყობას გულისხმობს. ასევე, შეიცვლება გარე განათების ბოძები და ახალი, თანამედროვე, განათების ევროპული ტიპის ქსელი დამონტაჟდება.

ამასთან, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აღნიშნულ ლოკაციაზე, 700 000 ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, წყლისა და წყალარინების ქსელი შეიცვლება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება, რომლისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 3,5 მლნ ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ენ სი სი“ აწარმოებს.

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ვახტანგ შაქარიშვილი იმყოფებოდნენ.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow