ამერიკელი მომღერლის, არეტა ფრანკლინის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ამის შესახებ Showbiz 411 წერს.

სოულის 76 წლის დედოფლის ახლობლები თაყვანისმცემლებს სთხოვენ, მომღერლისთვის ილოცონ.

2010 წელს ფრანკლინს სიმსივნე დაუდგინეს. მომღერალი ბოლოს საზოგადოების წინაშე 2017 წლის ნოემბერში, შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის მიერ ჩატარებულ ღონისძიებაზე წარდგა. ფონდი ელტონ ჯონმა დააარსა.

არეტა ფლანკლინი 1942 წელს დაიბადა. 1967 წლიდან ფრანკლინი Atlantic Records-თან მუშაობდა, პროდიუსერ ჯერი უოქსლერთან ერთად ჩაწერა 1960-იანი წლების ბევრი პოპულარული სიმღერა r&b-ს სტილში.

არეტა ფრანკლინი პირველი ქალია, რომლის სახელიც როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში უკვდავყვეს. 2008 წელს ჟურნალმა Rolling Stone ის ისტორიის უდიდეს მომღერლად აღიარა.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow