რუსული გამომცემლობა “echo.msk”-ს ჟურნალისტი, სტანისლავ კრუჩკოვი, აფხაზეთის რესპუბლიკის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის(2010-2011წ), სერგეი შამბას, საქრთველოსთან ურთიერთობების შესახებ, ინტერვიუს აქვეყნებს:

სტანისლავ კრუჩკოვი: – “რა დამოკიდებულება გაქვთ საქართველოს შესახებ დღევანდელ დღეს? ეს ის ქვეყანაა, რომელთანაც ვერ მოახერხებთ, როგორიც გასულ წლებში არსებობდა, თბილი ურთიერთობების აღდგენას?

სერგეი შამბა: – “მართალია, საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის დროს, ლიდერი ვიყავი, მაგრამ პირველი ადამიანი ვარ, ვინც დაიწყო საუბარი, იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ დავიწყოთ დიალოგი და ერთად ვიფიქროთ ორი ქვეყნის ურთიერთობაზე და მომავალზე. იმ გაგებით, რომ მეზობელი ხალხი ვართ და ეს ჩვენი ბედისწერაა. მეზობელ ერებს შორის, არა მარტო ჩვენ მოგვიწია ომი საქართველოსთან, არამედ ევროპელებიც ეომებოდნენ ერთმანეთს. ოდესღაც დგება ისეთი დრო, რომ უკვე საჭირო ხდება, სიტუაციების და ურთიერთობების დალაგება. ვფიქრობ, რომ სწორედ ეხლა დადგა ის დრო, როცა შესაძლებელია დიალოგის დაწყება.

მე არ მიმაჩნია, რომ ქართველები ჩვენი მტრები არიან. საქართველოში უამრავი მეგობარი მყავს. მართალია, ჩვენ გვქონდა ეთნიკური კონფლიქტებიც, მაგრამ დიდი ალბათობით, ეს მეტწილად პოლიტიკური კონფლიქტი იყო” – ამბობს შამბა.

სერგეი შამბამ, 1992-1993 წლებში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა საქართველოსთან მოლაპარაკებები გაიხსენა, რომელიც საბოლოოდ, კონსენსუსის გარეშე დასრულდა.

“ყველა შეთავაზებაზე, საქართველოს მთავრობა უარს აცხადებდა. ძალიან ახლოს ვიყავით კონსენსუსსთან. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ქართულმა მხარემ, ყველა პროექტზე, უარი განაცხადა” – აცხადებს სერგეი შამბა

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow