უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ამ დრომდე უცნობია, თუმცა ტელეკომპანია პირველმა იმ ადამიანების სახელები და გვარები მოიძია, რომლებიც კონსულტაციებზე გაჟღერდა.

ანა ნაცვლიშვილი, ანა დოლიძე, ირინა იმერლიშვილი, ზვიად კორძაძე, ბესო ბოხაშვილი, გიორგი ჩხეიძე, ქეთევან ერემაძე და დავით ასათიანი.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის საკითხზე პრეზიდენტის მრჩევლის კახა კოჟორიძის განცხადებით, პრეზიდენტსა და სამოქალაქო სექტორს შორის შეთანხება ვერ მოხერხდა.

“მთელი ამ პროცესის განმავლობაში შევხვდით უამრავ აქტორს და ყველა მათგანი, ვინც მართლმსაჯულების თემაზე მუშაობს, ამბობს, რომ მართლმსაჯულების სისტემა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. სწორედ ამ მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით პრეზიდენტმა გააკეთა შეთავაზება, რომ ჩვენ გვჭირდება საერთო ძალისხევა ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად და პრეზიდენტმა გააკეთა შეთავაზება, რომ ამ პროცესში ჩართულიყო სამოქალაქო წრეების ფართო წარმომადგენლობა და მას გაეკეთებინა ის პროცესი, რაც სწორად მიაჩნდა და დაესახელებინა შესაბამისი კანდიდატი. სამწუხაროდ, ამ ფორმატთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ მოხერხდა. რაც შეეხება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, პრეზიდენტი უახლოეს მომავალში მიაწვდის საზოგადოებას თავის გადაწყვეტილებას”, – განაცხადა კოჟორიძემ.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow