12 წლის გოგონამ ლეღვის ფოთლის ნახარშით დამწვრობა მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, გოგონა გუშინ, დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი რეგიონიდან, გულმკერდის, მუცლისა და ზედა კიდურების 40%-იანი დამწვრობით შეიყვანეს.

როგორც ქაშიბაძე აცხადებს, მის პრაქტიკაში ეს ყველაზე მცირე ასაკის პაციენტია, რომელმაც დამწვრობა ლეღვის ფოთლის ნახარშის გამოყენების გამო მიიღო.

ქაშიბაძის ინფორმაციით, წელს მსგავსი მიზეზით დამწვრობის ცენტრში ხუთი პაციენტი შეიყვანეს, რაც გასული წლის ზაფხულის პერიოდის ანალოგიური მაჩვენებელია.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow