არასდროს მოუცია უფლება ეს ყველაფერი სამსჯავროზე გამომეტანა და ყველასთის მომეყოლა რას აკეთებდა სოსო გოგაშვილი ჩვენი შვილებისთვის. დღეს არ მიკითხავს… ჰოდა, ესე, ღიად ვწერ სოსოს გაკეთებული კარგი საქმეების შესახებ. სოსო გოგაშვილი ცოტახნის წინ გავიცანი. ჩემ შვილს, 7 წლის გაბრიელს აუტიზმის მძიმე ფორმა აქვს, მუდმივად მიწევს ამ ქვეყანაში ომი, რომ გაბრიელმა მიიღოს ის მომსახურება, რომელიც მას ეკუთვნის. მომსახურებას თავი დავანებოთ და გაბრიელი მუდმივად ხდება დისკრიმინაციის მსხვერპლი. ვიბრძვი, ვიბრძვი და ამ ბრძოლაში არ ვიღლები, ვიბრძვი არა მარტო გაბრიელისთვის, არამედ ყველა ბავშვისთვის, რომლებიც იმ საშინელ გზას გადიან, რაც სამწუხაროდ ბედმა გვარგუნა, არა ჯანდაცვის გამართული პროგრამა, არა თერაპიების დაფინანსება. მუდმივი ბრძოლა და ომი. მე სამი შილის დედა ვარ, მაგრამ პატარა გაბრიელი ყველაზე კარგად ხვდება მე რა დროს რა მჭირს, კარგად ვარ თუ ცუდად, ბრძოლა მოვიგე თუ წავაგე, მადლობას ვწირავ უფალს ყოველ დღე, რომ გაბრიელი მაჩუქა ამ პატარ ბიჭს იმდენი სიკეთის კეთება შეუძლია ნამდვილად ვერ გადმოგცემთ.
ერთადერთი მიზანი ჩემი ბრძოლისა არის ის, რომ ჩვენ საზოგადოებამ შეგვიყაროს და ისეთები მიგვიღოს როგორებიც ვართ. ამ ხნის განმავლობაში უარმავ მაღალჩინოსანს შევხვედრივარ, დავლაპარაკებივარ ჩვენს საკანონმდებლო თუ ყოფით პრობლემებზე, მაგრამ რა? ბევრს მოუსმენია, ბევრი დაგვხმარებია, ბევრს კი უბრალოდ ზურგი შეუქცევია და ისიც დაუმადლებია რასაც სახემწიფო ამ მიმართულებით აკეთებს. ამ უსმართლობით დავიღალე, ხოდა გადავწყვიტ,ე რაც დამრჩენოდა ისიც გამეყიდა, უპატრონოდ დამეტოვებია ჩემი ორი შვილი და გაბრელთან ერთად სხვა ქვეყანაში გადავხვეწილიყავი. ამ უიმედობაში გავიცანი სოსო გოგაშვილი, მან მომისმინა და მე მივხვდი რომ მას ჩვენი შვილები უყვარს და მუდმივად ზრუნავს იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში შშმ პირთა პრობლემები მოგვარდეს. გაბრიელის მდგომარეობა დიდად არ გაუმჯობესებულა, მაგრამ მე მომეცა იმედი, რომ ამ ყვეყანაში ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებთან ერთადაც ჩვენი შვილებისთვის კარგი სამქეების კეთებაა შესაძლებელი. მისი დახმარებით, ჩვენ შევძლებთა ავაშენოთ ,,პეგასი’’ რომელიც უნიკალური ცენტრი იქნება, სადაც ჩვენი შვილები სრულყოფილ მომსახურებას მიიღებენ და ეს ყველაფერი იქნება აბსოლიტურად უფასო. ამ ყველაფერზე ოდნავ მოგვიანებთ მოგიყვებით და ყველა დარწმუნდებით თუ რა შეუძლია უანგარო სიკეთეს.
მე პროფესიით იურისტი ვარ, ამ დროის განმავლობაში ბევრი ადამინის დაცვა მიწევდა, ამ გაჭირვებულ ადამინებს მუდმივად ვეხმარებოდი ,,ვიღაც“ სხვის სახელით და მათთვის არასდროს მითქვამს ვინ იდგა ამ სიკეთის უკან, დიახ მეგობრებო ეს იყო ის სოსო გოგაშვილი, რომელსაც უამრავ სიბინძურეს აბრალებდნენ, რომლისგანაც შექმნეს მტრის ხატი, მე კარგად მესმის, რომ ეს არის მიზანმიმართული ბრძოლა ადამინის დისკრიმინაციისკენ, რადგან ღრმად ვარ დარმუნებული, რომ ეს ადამინია არის და იქნება ქვეყნის წინაშე თავდადებული ჯარისკაცი, სადაც არ უნდა გააგრძელოს მან საქმიანობა. ერთ მაგალითს მოგიყვებით, ამ ოჯახს უკიდურესათ უჭირს, დედა საავადმყოფოშია, მამას მათი პატრონობის სახსრები არ გააჩნია. ამ სიუჟეტის გასვლის შემდეგ ამ ადამინმა მათი ოცნებები აასრულა.

ამბავზე რაზეც ეხლა გიყვებით ამ სიუჯეტში 05:48 წუთიდან იწყება
http://rustavi2.ge/ka/video/33937?v=2
✔სოციალურ დახმარებასთან ერთად იმდენი კეთილი ადამიანი სტუმრობთ, რომ სახლი სავსეა ნაჩუქარი ნივთებით
✔იარაჯულები დღეს მშივრები არ დაიძინებენ, პატარა ლალიმ პური უნდა გამოაცხოს
✔ცოტა ხნის წინ შოთას სურვილი აუხდინეს და ოჯახს ძროხა აჩუქეს. ლალი, თათია, გია და შოთა მას საკუთარ თავზე მეტად უვლიან.
ეს სიუჟეტის ავტორის მიერ ნათქვამი ფრაზებია.
დიახ, მათ უკვე ყავთ ძროხები, აქვთ ლეპტობი და ძალიან ბევრი საყოფაცხოვრებო ნივთი, რომელიც მათ სიდუხჭირეს ოდნავ მაინც გააუმჯობესებს.
მე მჯერა სიკეთის! გპირდებით აუცილებლად გავაკეთებთ კარგ საქმეებს ჩვენი შვილების საკეთილდღეოდ რაშიც სოსო აუცილებლად დაგვეხმარება, მიუხედავ მისი თანამდებობრივი სტატუსისა.
წერს: თამარ იარაჯული სოციალურ ქსელში

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow