ლგბტ თემის ურყევი მხარდაჭერისთვის თანასწორი თამაშის ჯილდოს მიღებას, საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია ეხმაურება. ქართველი ფეხბურთელი უეფას მადლობას უხდის და აცხადებს, რომ ადამიანების თანასწორობის მომხრე იქნება როგორც მინდორზე ასევე მინდვრის მიღმაც:

„მე ყოველთვის ადამიანების თანასწორობის მომხრე ვიქნები, მინდორზეც და მინდვრის მიღმაც“- განაცხადა გურამ კაშიამ.

შეგახსენებთ, უეფა-ს გადაწყვეტილებით, Equal Game-ის ჯილდოს პირველი მფლობელი საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია გახდა. აღნიშნული ჯილდო იმ მოთამაშეს გადაეცემა, რომელიც სამაგალითოდ მოიქცა ევროპულ ფეხბურთში ინკლუზიურობის, მრავალფეროვნებისა და ხელმისაწვდომობის პოპულარიზაციის კუთხით. ჯილდო გურამ კაშიას 30 აგვისტოს, მონაკოში უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრისას გადაეცემა.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow