გურამიშვილის 64 ნომერში ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის (GWP) თანამშრომელი, 26 წლის ერეკლე კაჭახიძე, მცირე კალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას “კურიერი” ავრცელებს.

როგორც “პრაიმტაიმს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოში კომპანია ,,GWP,“-ის თანამშრომლის სხეულის დაზიანების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

“28 აგვისტოს, 112-ზე შემოვიდა შეტყობინება, სადაც აღნიშნული იყო რომ გლდანი-ნაძალადევის რაიონში ,,GWP“- აწარმოებდა გეგმიურ სამუშაოებს, რა დროსაც კომპანიის თანამშრომელმა ე.კ-მ სხეულის დაზიანება მიიღო. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს” – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow