ნაციონალური მოძრაობის წევრისა და პარტიული სიით პარლამენტის დეპუტატის, კობა ნაყოფიას შვილი, ნიკოლოზ ნაყოფია ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წილის მფლობელი გახდა. მხარეებს შორის ხელშეკრულება 9 აგვისტოს გაფორმდა, საჯარო რეესტრში კი 10 აგვისტოს დარეგისტრირდა.

ნაყოფია გახდა შპს ტელეკომპანია საქართველოს 50-პროცენტიანი წილის მფლობელი. შპს ტელეკომპანია საქართველო თავის მხრივ ფლობს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 51-პროცენტიან წილს.

ნაყოფიამ ძმები ყარამანიშვილებისგან, რომლებიც ერთად ტელეკომპანია საქართველოს 100-პროცენტიან წილს ფლობდნენ კომპანიის წილები 4 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებით მიიღო. ნახევარი მილიონი ნაყოფიას 2018 წლის 10 აგვისტოს, ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის უნდა გადაეხადა, დარჩენილი 3,5 მილიონი დოლარი კი სამ წელში.

იმ შემთხვევაში, თუ ნაყოფია ფინანსურ ვალდებულებას დათქმულ ვადაში არ შეასრულებს, ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, შეთანხმება გაუქმდება.

რუსთავი 2-ის მფლობელები არიან

ლევან ყარამანიშვილი — 25%;
გიორგი ყარამანიშვილი — 25%;
ნიკოლოზ ნაყოფია — 50%.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow