არიზის საავარიო-სამაშველო სამსახურის თანამშრომელი, მაშველი ხავიერ გურმელონი იმ ავარიას იხსენებს, რომელშიც პრინცესა დიანა მოჰყვა. ხავიერი ამბობს, რომ ის ავარიის ადგილზე პირველი მივიდა. მისი თქმით, იმ დროს პრინცესას საუბარი ჯერ კიდევ შეეძლო.

„პრინცესას ხელი მეჭირა და ვთხოვდი, რომ სიმშვიდე შეენარჩუნებინა და არ ემოძრავა. ვუთხარი, რომ მასთან ვიყავით. მან გვიპასუხა: ღმერთო ჩემო, ეს მოხდა?“- ამბობს მაშველი.

მისი თქმით, პრინცესას სხეულზე სისხლი და დაზიანების კვალი არ ეტყობოდა.

უელსის პრინცესა დაიანა პარიზში ავტოკატასტროფაში 1997 წლის 31 აგვისტოს დაიღუპა. მისი გარდაცვალებიდან დღეს 21 წელი გავიდა. ის იყო დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრის პრინც ჩარლზის პირველი ცოლი, რომელმაც მომავალ მეფეს 2 ვაჟი – უილიამი და ჰარი გაუჩინა.

დაიანა ძირითად დროს შვილების აღზრდას უთმობდა, თუმცა არასდროს მიუტოვებია ის, რაც ყოველთვის ძალიან უყვარდა – ქველმოქმედება. ქორწინებიდან რამდენიმე წელიწადში, ჩარლზსა და დაიანას შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა. მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, როგორც პრინცი ჩარლზის საყვარელის შესახებ, ასევე დიანას „არასამეფო” ქცევების შესახებაც.

2002 წელს, კომპანია BB-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მონაცემებით, დაიანამ ასი დიდებული ბრიტანელის სიაში მესამე ადგილი დაიკავა.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow