უარი დაფინანსებაზე, გადარჩენილი ბავშვები და უანგარო ქველმოქმედება” – უცნობი ფაქტები ნიკოლოზ ბასილაშვილზე
ამე­რი­კის ღია პირ­ვე­ლო­ბა­ზე კა­რი­ე­რის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მატ­ჩი გა­მარ­თა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა. იგი მსოფ­ლი­ოს ნო­მერ პირ­ველ ჩო­გან რა­ფა­ელ ნა­დალს და­უ­პი­რის­პირ­და და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ღირ­სე­უ­ლად ებ­რძო­ლა.

ბასილაშვილმა ჩოგ­ბურ­თის თა­მა­ში 6 წლი­სამ, გოგა სან­თე­ლა­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და­ი­წყო. კარ­გა ხანს მამა – ნო­დარ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი ავარ­ჯი­შებ­და.

12 წლი­სა აშშ-ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად და იქ ვი­ტა­ლი გო­რინ­თან ვარ­ჯი­შობ­და. იყო სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი 12-14-წლი­ა­ნებ­ში.

სოციალური ქსელის მომხმარებელი, პიარ-სპეციალისტი მეკო აბრამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ წერს: “რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობის
დროს დამიკავშირდა, დაფინანსებას ითხოვდა… რომელიღაც ტურნირზე მონაწილეობის თანხა არ ჰქონდა. რამდენი არ ვეცადეთ მაგრამ ამ კომპანიამ არ დააფინანსა. დარწმუნებული ვარ ახლა ამ კომპანიის მფლობელი ზის და უყურებს მის წარმატებას. მიხსენებს მეც და ნიკოლოზსაც ხოდა მინდა ვუთხრა რომ ეგ სინანული ახლა გვიანია!
Nikoloz Basilashvili ბრავო!

უარი ბევრი სპორტსმენისთვის გამხდარა უდიდესი წარმატების საწინდარი და აშკარაა, ასე მოხდა ნიკოლოზ ბასილაშვილის შემთხვევაშიც.

უარით გასტუმრებული ნიკოლოზ ბასილაშვილი მას შემდეგ არაერთ ტურნირზე წავიდა და საქართველო არაერთხელ ასახელა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩრდილში ყოფნას ანიჭებს უპირატესობას და უდიდეს დროს მხოლოდ სპორტს და ოჯახს უთმობს, მაგრამ არასდროს არ ავიწყდება გაჭირვებული ბავშვები და სხვა ადამიანები. რომლებსაც ის ყოველთვის ეხმარება და ცდილობს ეს ამბავი არ გაახმაუროს.

ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სულ ცოტა ხნის წინ დაწერა მამა ანთიმოზმაც, გაჭირვებაში დარცენილ, სნეულ ბერს, რომელიც დახმარებას ინტერნეტში ითხოვდა და წერდა, რომ ყველამ მიატოვა, ნიკა ბასილაშვილი დაეხმარა.

“ნიკა ბასილაშვილი
შეიძლება ეწყინოს ნიკას, მაგრამ არ შემიძლია საჯაროდ მადლობა არ მოვუხადო. არც მითხოვია, გულთან ახლოს მიიტანა და შემეწია უპავარ ბერს. ღმერთმა დალოცოს! სიკეთე ერთი ათასად დაბრუნდება.
დედამიწაზე ერთი ადამიანიც საკმარისია, რომ ვიცხოვრო და ცხოვრებას აზრი მიეცეს.
მადლობა მეგობარო!
არქ.ანთიმოზ ივერიელი”.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow