სამოქალაქო მოძრაობის, „რუსეთი ოკუპანტიას“ ორგანიზებით, თბილისში, სასტუმრო „ვერე პალასთან“ მიმდინარეობს აქცია რუსეთის საპრეზიდენტო გრანტების ფონდის მიერ დაფინანსებული მედიაფორუმის წინააღმდეგ. აქციის მონაწილეები პროტესტს გამოხატავენ სასტვენებით და შეძახილებით: „რუსეთი ოკუპიანტია,“ „აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოა.“ მედიაფორუმში მონაწილეობენ რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკის გამტარებელი რუსული მედიასაშუალებების წარმომადგენლები და ექსპერტები, რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი ქართული მედიასაშუალებები და აზერბაიჯანელი და სომეხი ჟურნალისტები. მედიაფორუმის ორგანიზატორები არიან რუსეთის პოლიტოლოგიური ცენტრი „Север-Юг,“ პრესკლუბი „თანამეგობრობა“ და გაზეთი „საქართველო და მსოფლიო.“

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევისთვის, 4 სექტემბერს საქართველოში არ შემოუშვეს ფორუმის სამი მონაწილე – რუსული სააგენტოს, „ტასის“ სამხედრო მიმომხილველი ვიქტორ ლიტოვკინი, „რუსული საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს“ ხელმძღვანელი გენადი ბორდიუგოვი და ტელეკომპანია „ენტევეს“ ჟურნალისტი ალექსანდრ ტოკარევი. ამასთან, ამ ტელეკომპანიის პრესსამსახურში სააგენტო „რია-ნოვოსტის“ განუცხადეს, რომ ტოკარევი მათთან დიდი ხანია აღარ მუშაობს და საქართველოში მის ჩასვლას „ენტევესთან“ კავშირი არ აქვს.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow