თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებულ 51 წლის მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიება ბრალდებულს მისი 13 წლის გერის გაუპატიურებას ედავება. აღნიშნული პიროვნება 27 აგვისტოს მას შემდეგ დააკავეს, რაც სამართალდამცავებს დაზარალებული არასრულწლოვანის ბებიამ მიმართა. მისი მტკიცებით, ბავშვზე სექსუალური ძალადობა დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ხდებოდა.

ინფორმაცია “პრაიმტაიმს” შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დაუდასტურეს. შსს-ს ცნობით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow