აქ არიან თქვენი კოლეგები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, რომლებიც გაოცებულები უყურებენ დღეს საქართველოში რაც ხდება, რაც ძალიან დიდი სირცხვილია – ასე ეხმაურება რუსული მედიაფორუმის ორგანიზატორი ეკა ნასყიდაშვილი იმ აქციას, სადაც მოქალაქეები ფორუმის გამართვას აპროტესტებენ.

ნასყიდაშვილი ამბობს, რომ რუსული მედიაფორუმი საქართველოში მეოთხე წელია იმართება და ამას პროტესტი არასდროს მოჰყოლია. მისი თქმით, რუსი ჟურნალისტები და ანალიტიკოსები კოლეგებს მხოლოდ ინფორმაციას უცვლიან და პროპაგანდას ადგილი არ აქვს.

„მეოთხე წელიწადია იმართება საქართველოში ეს ღონისძიება და მსგავსი რამ არასოდეს ყოფილა. ნამდვილად არ გვეგონა, თუკი ეს ამბავი მოხდებოდა.

“აქ არიან თქვენი კოლეგები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, რომლებიც გაოცებულები უყურებენ დღეს საქართველოში რაც ხდება, რაც ძალიან დიდი სირცხვილია. წელს რა მოხდა და რატომ მოჰყვა ამას. ძალიან კარგი სპეციალისტები არიან. დეზინფორმაციაზე არ არის აქ პროფესიონალიზმზეა საუბარი. აქ არ არის საუბარი პროპაგანდაზე აქ არის აზრთა გაცვლა-გამოცვლა“-ამბობს ფორუმის ორგანიზატორი ეკა ნასყიდაშვილი.

სასტუმრო “ვერე პალასთან,” სადაც კრემლის დაფინანსებით რუსული მედიაფორუმი დაიწყო, აქცია მიმდინარეობს. სასტუმროს შენობასთან მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტიას” წევრები და სხვა მოქალაქეები არიან შეკრებილები. აქციის მონაწილეები პუტინის მიერ დაფინანსებული მედიაფორუმის ჩატარებას აპროტესტებენ.

როგორც ღონისძიების მონაწილეები აცხადებენ, საპროტესტო აქცია მათთვის გასაკვირი და არასასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow