ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის დედა, ნათია გაბოძე ამბობს, რომ მისმა ყოფილმა ქმარმა, ვეფხია ბაქრაძემ მისი შვილი ბავშვების თვალწინ მოკლა და ბავშვების დაწვასაც აპირებდა.

როგორც გაბოძემ ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში განუცხადა, ის ამის დამტკიცებას სასამართლოშიც აპირებს.

“ბავშვები ესწრებოდნენ დანაშაულის ჩადენას რა თქმა უნდა. მაგის უარყოფა არაფრით არ შეიძლება. მაგაზე მოვთხოვ აუცილებლად პასუხს. სერიოზულ წინააღმდეგობას გავუწევ ნებისმიერს, ვინც დამისვამს კითხვას – იყვნენ თუ არა იქ ბავშვები. ბავშვებმა თავისი თვალით უყურეს ყველაფერს და მათი თვალიდან არ ამოდის ეს ყველაფერი. ბენზინიც ჰქონდა სახლში და ბავშვების დაწვასაც აპირებდა, მაგრამ ვეღარ მოასწრო. ტანსაცმელი იყო ბენზინიანი და ტყუილად არ დაასხამდა იმ ბენზინს”, – განაცხადა ნათია გაბოძემ.

მისივე თქმით, ვეფხია ბაქრაძე მასზეც ძალადობდა და ამიტომ იყო მასთან ცხოვრების წინააღმდეგი.

“ის ჩემზე ძალადობდა. ის არამარტო მკვლელი, არამედ მოძალადეცაა. ყველაზე უკანასკნელი და აღვირახსნილი ადამიანია. ჩემზე რომ ძალადობდა, იმიტომ ვიყავი მასთან ცხოვრების წინააღმდეგი”, – განაცხადა ნათია გაბოძემ.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow