სამოქალაქო აქტივისტი შაკო კუჭაშვილი საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანს გურამ კაშიას მხარდაჭერას უცხადებს და საზოგადოებას მოუწოდებს ძალადობრივ მოწოდებებს გაემიჯნოს:

გურამ კაშიას, არაერთი გარემოების გამო ვუცხადებ სოლიდარობას. პირველ რიგში ალბათ იმიტომ, რომ, მის მსგავსად მეც არაერთხელ გავმხდარვარ ბულინგისა და მუქარის მსხვერპლი. საკუთარ თავზე გამოვცადე ინტერნეტ-სივრცეში არსებული ძალადობა, რომელიც სულაც არ არის მხოლოდ ვირტუალური.

ვიღაცეების საუბრის თემა ვერ ცდება “ლგბტ პროპაგანდას”..ჩემი აზრით, “ლგბტ პროპაგანდა” ბუნებაში არ არსებობს, გინახავთ ადამიანი რომელიც პროპაგანდით იცვლის სექსუალურ ორიენტაციას?

ეს მოდის ადამიანის მდგომარეობიდან, ყველას აქვს უფლება ჰყავდეს ის სექსუალური პარტნიორი ვინც მას სურს. როდემდე უნდა აინტერესებდეს ქართულ საზოგადოებას ვინ ვისთან წევს ღამით ?! დროა ეს ყველაფერი შეიცვალოს. ალბათ ისინი არც ფიქრობენ რამდენმა მათგანმა დატოვა ქვეყანა სწორედ იმის გამო, რომ განსხვავებული ორიენტაცია აქვთ, არც იმაზე ფიქრობენ რამდენი ადამიანი მოკლეს სულიერად და თუნდაც ფიზიკურად მათი სექსუალური კუთვნილების გამო.

რაც შეეხება 9 სექტემბრის მატჩს, მე ახალი თაობის წარმომადგენელი ვარ, ახალ თაობას კი ახალი ფასეულობები მოგვაქვს ! ჩვენ არ გვსურს დაპირისპირება, პროვოკაციები, განხეთქილებები, ისე როგორც ეს ადრე იყო. გადმოცემით ვიცი, რაც ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში იმ 90-იანი წლების დროს.

როგორც უკვე ქართული “ფარშის” ყოფილმა წევრმა ლადო სადღობელაშვილმა აღნიშნა იგეგმება პროვაკაციები, ცალსახად ვადასტურებ! არანაირი გეი-აღლუმი არ ტარდება , ესაც მორიგი პროვოკაციაა ხალხის მოსაზიდად. მე ვაფრთხილებ ყველას : არ გაბედოთ მუშტის მოქნევა! თორემ კანონი მოგთხოვთ პასუხს!

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow