ბილისის მერიამ სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების შემოდგომის სემესტრის სწავლის დასაფინანსებლად საბუთების მიღება დაიწყო, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

თბილისის მერია „სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის” პროგრამას რამდენიმე წელია ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში ფინანსდებიან თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი სტუდენტები, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 ათას ქულაზე ნაკლებია.

დაფინანსების მისაღებად სტუდენტები უნდა სწავლობდენ სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ, აკრედიტებულ, სახელმწიფო ან კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე.

პროგრამაში ჩასართავად და დაფინანსების მისაღებად სტუდენტმა 30 ნოემბრის ჩათვლით მერიაში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

პირადობის მოწმობის ასლი; ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან; ცნობა უნივერსიტეტიდან წლიური გადასახადის მითითებით; უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტები და ანგარიშფაქტურა; უნივერსიტეტის მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა); I სემესტრის სტუდენტებისათვის სავალდებულოა ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულებისა და შედეგების შესახებ ცნობა; რეკომენდაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა); სამოტივაციო წერილი;

თბილისის მერია სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სწავლას სემესტრულად, წელიწადში ორჯერ უფინანსებს – თითოეულ სტუდენტზე აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით სემესტრული სწავლის გადასახადის 50% , 70% ან 100% -ის ოდენობით (სასწავლო გრანტის 2250 ლარის ფარგლებში).

2015-2017 წლებში, პროგრამის ფარგლებში, 6,5 ათასამდე სოციალურად დაუცველი სტუდენტი დაფინანსდა. 2018 წელს პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა 200 ათასი ლარით და შეადგინა 1,2 მლნ ლარი. 2018 წლის გაზაფხულის სემესტრში უკვე დაფინანსდა 1 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველი სტუდენტი.

პროგრამას თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური ახორციელებს.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow