„ევროპული საქართველო“ რუსული რბილი ძალის გავლენების შესამცირებლად საკანონმდებლო ნორმების შემუშავებას ითხოვს.

ოპოზიციის ინიციატივა საპარლამენტო უმრავლესობამ დაიწუნა. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ რუსული ფულისა და რუსული არასამთავრობო სექტორის გაკონტროლება შეუძლებელი იქნება.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა განცხადებით კი, რუსული პროპაგანდის დასარეგულირებლად ყველაზე ეფექტური იარაღი დამოუკიდებელი, პროდასავლური მედიასაშუალებების გაძლიერება იქნება.

„მთავარი აქ არის დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება და ხელშეწყობა და მეორე, კანონით უნდა იყოს აკრძალული ყველა იმ ფონდის, ორგანიზაციის, თუ მედიის ხელშეწყობა, რომელიც ეწევა რუსულ პროპაგანდას“-ამბობს მასკომუნიკაციის დოქტორი ნინო დანელია.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow