ხელისუფლების მიზანია დაიხუროს ტელეკომპანია იბერია” – ამის შესახებ ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ვახო ხუზმიაშვილმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა. ვახო ხუზმიაშვილის თქმით ხელისუფლებამ არხს მთავარი დაფინანსების წყარო გადაუკეტა. როგორც ხუზმიაშვილი აცხადებს კომპანია “ომეგა ჯგუფი” პარალიზებულია.

“ტელეკომპანია იბერიას ერთი წლის განმავლობაში უკვე მეორედ უწევს საგანგებო განცხადების გავრცელება. ტელევიზიის მუშაობა სერიოზული საფრთხის ქვეშაა. იბერიას ხელისუფლებამ გადაუკეტა დაფინანსების მთავარი წყარო, კომპანია – ომეგა ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია იბერია, პარალიზებულია. ხელისუფლებამ მიზანმიმართულად გააჩერა ფაბრიკა. ჟურნალისტებს გვაქ ინფორმაცია, რომ ეს ხდება საგანგებოდ, რომ აღარ ისმოდეს ჩვენი ეთერიდან კრიტიკული აზრი. როგორც ჩანს ხელისუფლების მიზანია დაიხუროს ტელეკომპანია იბერია და ვეღარ მოვახერხოთ ჩვენი პროფესიული საქმიანობის გაგრძელება. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ომეგა ჯგუფზე ხდება ზეწოლა, რომ შემდეგ ხელში ჩაიგდონ ტელეკომპანია. კატეგორიულად მოვითხოვთ შეწყდეს დარტყმა დამოუკიდებელ მედიაზე და მიეცეს მუშაობის საშუალება ომეგა ჯგუფს. მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს, სახალხო დამცველს, არასამთავრობოებს, ჩვენს კოლეგებს დაგვიჭირონ მხარი, რომ არ შეწყვიტოს არხმა მაუწყებლობა”. – განაცხადა ვახო ხუზმიაშვილმა

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow