კვიპროსში, ლარნაკას საპატიმროში მყოფი საქართველოს მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, ისინი კუნძულზე ტურისტულად ჩავიდნენ, რა დროსაც მესაზღვრეებმა გაურკვეველი მიზეზით დააკავეს.

საქართველოს მოქალაქეები, კვიპროსელი სამართალდამცველების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობენ.

“ნიუპოსტი” კვიპროსში საქართველოს საკონსულოს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ხვალ, 8 სექტემბერს დაბრუნდებიან.

საკონსულოში აღნიშნავენ, რომ კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს წარმოამდგენელი მუდმივ კავშირში იმყოფება, როგორც სასაზღვრო სამსახურის, ასევე აღნიშნულ ვითარებაში მყოფ საქართვლოს მოქალაქეებთან. ორივე მხარის მიერ იქნა დადასტურებული ასევე, რომ საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. ერთ-ერთ მათგანს მიეწოდა ქრონიკული მოხმარების მედიკამენტი.

“4 სექტემბერს, საქართველოს 2 მოქალაქემ, რომელიც მგზავრობდა ქუთაისიდან საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქ ლარნაკას მიმართულებით, ვერ დააკმაყოფილეს საზღვრის კვეთის მოთხოვნები და კვიპროსის საიმიგრაციო სამსახურის მიერ უარი ეთქვათ ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებით. არსებული პროცედურის თანაზხმად ისინი გადაყვანილი იქნენ კვიპროსის სასაზღვრო საემიგრაციო სამსახურის სპეციალურად განკუთვნილ მოსაცდელ სივრცეში.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოს კვიპროსის რესპუბლიკაში, არ დაკავშირებია არც ერთი საქართველოს მოქალაქე ან მათი წარმომადგენელი. მედიის საშუალებით ინფორმაციის შეტყობისთანავე საქართელოს საელჩო კვიპროსის რესპუბლიკაში მყისიერად დაუკავშირდა კვიპროსის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებს და მოითხოვეს საქართველოს მოქალაქეებთან გასაუბრება.

საქართველოს მოქალაქეებს მიწოდათ დეტალური ინფორმაცია მათი უფლებების შესახებ, ემცნოთ საქართველოში უკან დაბრუნების თარიღი – 8 სექტემბერი. საქართველოს მოქალაქეები ასევე ინფორმირებული იყვნენ საელჩოს მიერ საქართველოში დაბრუნების შემდეგ კვიპროსში არ შეშვებასთან დაკავშირებით შესაძლო ლეგალური რეაგირების გზებზე.

აღსანიშნავია, რომ არსებული პროცედურის თანახმად მსგავს შემთხვევაში მოქალაქის უკან დაბრუნების ხარჯებს ანაზღაურებს კვიპროსის მხარე და ასევე განსაზღვრავს დაბრუნების თარიღს. მათ ასევე ემცნოთ რომ სურვილის შემთხვევაში აქვთ შესაძლებლობა თავად განსაზღვროს უკან დაბრუნების თარიღი, მხოლოდ ამ შემთხვევაში თავად არიან პასუხისმგებელი მგზავრობის ხარჯებზე.

კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს წარმოამდგენელი მუდმივ კავშირში იმყოპება, როგორც სასაზღვრო სამსახურის, ასევე აღნიშნულ ვითარებაში მყოფ საქართვლოს მოქალაქეებთან. ორივე მხარის მიერ იქნა დადასტურებული ასევე, რომ საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. ერთ-ერთ მათგანს მიეწოდა ქრონიკული მოხმარების მედიკამენტი.

საქართველოს მოქალაქეები არსებული პროცედურის თანახმად დღეში ერთჯერადად უზრუნველყოფილი არიან საკვებით და სასმელით, ხოლო დამატებით საკუთარი ხარჯით შეუძლიათ მოითხოვონ დამატებითი კვება და სასმელი.

ორივე მოქალაქე საქართელოში გაემგზავრება 8 სექტემბერს და მათი მგზავრობის ხარჯებს უზრუნველყოფს კვიპროსის მხარე”- აცხადებენ საკონსულოში.

ნიუპოსტი

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow