პარტია მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი არ არის, პარტია გადაწყვეტს, ვის და როგორ დაუჭერს მხარს
კითხვაზე – დაუჭერს თუ არა ქართული ოცნება“ მხარს დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, გუგული მაღრაძე პასუხობს, რომ გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი.

„პარტია გადაწყვეტს, ვის და როგორ დაუჭერს მხარს.

დაველოდოთ, ხვალ ყველაფერი ცნობილი იქნება და იმის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას.

ველოდები პარტიის გადაწყვეტილებას. პარტია მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი არ არის, მასში არის უამრავი ადამიანი და რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს უმრავლესობა, იმას გავიზიარებთ“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow