სკრიპალების მოწამვლის საქმეში ლონდონმა ხელი რუსეთისკენ კიდევ ერთხელ გაიშვირა და რუსეთის ყოფილი აგენტისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში რუსეთის სამხედრო დაზვერვა დაადანაშაულა. თუმცა, ახლა აქტუალურია კითხვა: რატომ ვერ მოკლეს სკრიპალები? ეს მიზანმიმართულად ხომ არ მოხდა? კითხვა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც გამოძიებამ მომხდარში სამხედრო დაზვერვა დაადანაშაულა.

სამხედრო დაზვერვას ხომ ჯერ არცერთი ოპერაცია არ ჩაუგდია, მის ანგარიშზე არცერთი წარუმატებლობა არ არის, თითქმის არ არის, წერს Financial Times.

სამხედრო დაზვერვა რუსეთში 1918 წელს შეიქმნა და ის კაგებეს კონკურენტ ორგანოდ მიიჩნევა, ასევე ითვლება ყველაზე დახურულ და გასაიდუმლოებულ სტრუქტურად. ექსპერტების შეფასებით, ისინი სერიოზულ რისკზეც კი მიდიან, რათა ყველა შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოიყენონ.

ექსპერტების განმარტებით, რუსეთის სამხედრო დაზვერვაზე არც დოკუმენტურ ფილმებს იღებენ და არც რამეს წერენ, მაშინ როცა კაგებესა და სხვა სტრუქტურების „გმირობაზე“ რუსეთში ხშირად საუბრობენ. თავიდანვე ასეც იყო ჩაფიქრებული – სამხედრო დაზვერვა ყოველთვის ჩრდილში უნდა ყოფილიყო, ეს იყო მთავარი.

თუმცა, ყირიმის ანექსიისა და ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩართულობის შემდეგ, რუსეთის სამხედრო დაზვერვაზე დასავლური მედია ბევრს წერს.

ბუკინგემის უნივერსიტეტის პროფესორმა ენტონ გლიმ ყურადღება მიაქცია ის გარემოებას, რომ სკრიპალების საცხოვრებელი სახლის ახლომახლო მდებარეობს ბრიტანეთის არმია და სხვა მნიშვნლოვანი სამხედრო ობიექტები. მისივე განმარტებით, სკრიპალები ვერ მოკლეს და ეს მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება იმის მანიშნებელი იყოს, რომ, მათ არც სურდათ მათი ლიკვიდაცია, არამედ, მხოლოდ იმის დემონსტრირება, რომ რუსეთს შეუძლია უკანონობა ჩაიდინოს იქ, სადაც ბრიტანული შეიარაღებული ძალებია.

The New York Times ინფორმაციით, რომელიც ორ წყაროს ეყრდნობა, ბრიტანეთში პენსიაზე მყოფი სკრიპალი, განაგრძობდა ბრიფინგების ჩატარებას ჩეხი და ესტონელი სპეცსამსახურებისთვის, იქმნება ისეთი შთაბეჭდილებაც, რომ ის აქტიურობდა ესპანეთშიც. აქ პარალელს კიდევ ერთ მოწამვლით მოკლულ რუსეთის ყოფილ აგენტ ლიტვინენკოსთან ავლებენ, რომელიც ასევე აქტიურობდა ესპანეთში. ესპანეთი აღიარებს, რომ ლიტვინენკოს იყენებდნენ რუსეთის დანაშაულებრივი დაჯგუფების წინააღმდეგ საბრძოლველად ესპანეთში.

ესპანეთის პოლიციის გადამდგარი შეფის განმარტებით, ლიტვინენკო და სკრიპალი მათ რუსულ მაფიასთან და კრიმინალთან საბრძოლველად სჭირდებოდათ

ლიტვინენკოს ადვოკატის თქმით, რომელიც ოჯახის წევრებს ეყრდნობა, ის იყო ანაზღაურებადი აგენტი ესპანური დაზვერვის და აპირებდა ესპანეთში გამგზავრებას იმისათვის, რომ მათთვის გადაეცა დოკუმენტები, რომელიც კრემლისა და კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის კავშირს ადასტურებდა.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow