აფხაზეთის ე.წ. მთავრობის პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა.

ავარია მაშინ მოხდა, როდესაც აფხაზეთის “სამთავრობო” დელეგაცია სოჭის აეროპორტიდან სოხუმში ბრუნდებოდა. ისინი სოჭში სირიიდან ჩაფრიდნენ, სადაც მანამდე ვიზიტით იმყოფებოდნენ.

რაულ ხაჯიმბა, აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ინტერფაქსთან ამბობს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მან თვითონ დაინახა, რადგან ის კოლონას მოყვებოდა. ხაჯიმბას თქმით, ეს იყო ავარია და არა ტერაქტი. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანას, რომელშიც გაგულია იმყოფებოდა, მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

რუსული მედიის ცნობით, სხვა არავინ დაზარალებულა.

გაგულია ზემოხსენებულ თანამდებობაზე ამა წლის აპრილში დაინიშნა.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow