მთავრობის სხდომის დაწყებამდე მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ დღეს მთავრობის სხდომაზე იხილება პროექტი, რომელიც თბილისში აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდებისა და ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნას გულისხმობს.

კერძოდ, მისი თქმით, სახელმწიფო უსასყიდლოდ გადასცემს მთავარანგელოზ გაბრიელისა და პეტრე მოციქულის სახელობის ფონდს მიწის ნაკვეთს, რომელზეც აშენდება აუტიზმის ქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი “პეგასი”
ცენტრი აღჭურვილი იქნება, უახლესი მოწყობილობებით, სენსორული ოთახებით, სხვადასხვა სახის თერაპიისთვის საჭირო ინვენტარით და დაკომპლექტებული იქნება პროფესიონალებით, რაც საშუალებას მისცემს, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს შეექმნათ ყველანაირი პირობა ზრდისა და განვითარებისთვის და რაც მთავარია, პირველად საქართველოში, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებსა და მოზარდებს სშუალება ექნებათ ერთ სივრცეში მიიღონ მათთვის საჭირო ყველა სერვისი. ცენტრი 230 ბენეფიციარს უფასოდ მოემსახურება, სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამდე.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow