მთავრობის ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვით მარიხუანის კულტივაცია ნებადართული ხდება, მმართველ პარტიაში კითხვის ნიშნებს აჩენს.

,,ქართული ოცნების“ წევრი ზაზა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ მომზადებული ინიციატივა საფუძვლიან შესწავლას საჭიროებს.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ნარკომომხმარებელთა ზრდას კი არ უნდა შეუწყოს ხელი, არამედ მომხმარებელთა შესამცირებლად მკაცრი საკანონმდებლო ინიციატივები უნდა შეიმუშაოს.
,,მე არ ვიცი მთავრობის ამ საკანონმდებლო ინიციატივაში ვისი ბიზნესინტერესები იკვეთება. მე არ ვარ პარლამენტში იმიტომ, რომ ვინმესბიზნესინტერესების გათვალისწინებით ვაჭირო ღილაკს თითი. ნარკომანია არის სენი, რომელიც ღუპავს ამ ქვეყანას, მოხმარების მინიმუმამდე დაყვანაზე უნდა ვიფიქროთ და არა წახალისებაზე. ბიზნესი ნაკლებადმაინტერესებს, ქვეყანა არ უნდა ჩაიძიროს, ისედაც კარგად გვაქვს შეტოპილი. ამ მდგომარეობიდან გამოსავლის გზაზე უნდა ვიფიქროთ და ისეთი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, რომელიც ყველა ადამიანს წაადგება.

როცა მთავრობა მობრძანდება პარლამენტში, აგვიხსნიან რატომ შეიმუშავეს ეს ინიციატივა. მოვისმენთ არგუმენტებს, რომლებსაც შესაბამისი პასუხები გაეცემა“, _ გვითხრა პაპუაშვილმა.

მთავრობის ახალი საკანონმდებლო ინიციატივა გუშინ გასაჯაროვდა. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი კანონპროექტს დაუჭერს მხარს, ექსპორტზე გატანის მიზნით, საქართველოში მარიხუანის წარმოება ნებადართული გახდება.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow