თბილისის მერი კახა კალაძე, ზუგდიდის მერის და მისი მოადგილის გადადგომას და მათ მიმართ დაწყებულ გამოძიებას ეხმაურება. კალაძის თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ მთავრი არის კანონი და ვინც კანონის ჩარჩოებს გასცდება ის მკაცრად დაისჯება.

„ძალიან სამწუხაროა, როცა ჩნდება გარკვეული კითხვები და არსებობს ასევე აუდიოჩანაწერი მერთან და მის მოადგილესთან დაკავშირებით. გამოძიება დაწყებულია, რა თქმა უნდა, ჩვენ უდანაშაულობის პრეზუმფცია არ უნდა დავარღვიოთ. ის გადაწყვეტილება, რომელიც მერმა და მისმა მოადგილემ მიიღო არის სწორი. არავის არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა კანონის მიღმა გაიხედოს და მიიღოს ისეთი არასწორი გადაწყვეტილებები, რომელიც კანონთან მოდის წინააღმდეგობაში. ეს კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის პირადად, ჩვენი გუნდისთვის.

ჩვენი გუნდისთვის მთავარის არის ის, რომ კანონი იყოს პირველ რიგში, ვიყოთ გამჭირვალეები, ღია ყველასთვის. ჩვენ გვაქვს საზოგადოების ძალიან დიდი მხარდაჭერა ამ ყველაფერს სჭირდება გაფრთხილება. არავის არ ეპატიება, რომ კანონს მიღმა, რაღაც გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღოს მკაცრად დაისჯება ყველა, ვინც გაბედავს,რომ გარკვეული არასწორი ნაბიჯები გადადგას“, განაცხადა კახა კალაძემ.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow