„ასეთი მკაფიო და ნათელი აღიარება, რომ საქართველოს კონსტიტუციური ინსტიტუტები კი არ მართავენ, არამედ არაფორმალური მმართველობა გვაქვს ქვეყანაში, აქამდე არ არსებობდა,“- ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს, რომელიც „ომეგა ჯგუფის“ საქმეს უკავშირდება.

ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, ქვეყნის იმიჯს არაფორმალური მმართველობა განსაკუთრებით დააზარალებს.

„ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან გვესმოდა არაერთი გონივრული ეჭვი საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ასეთი მკაფიო და ნათელი აღიარება, რომ საქართველოს კონსტიტუციური ინსტიტუტები კი არ მართავენ, არამედ არაფორმალური მმართველობა გვაქვს ქვეყანაში, აქამდე არ არსებობდა. ეს არის უმძიმესი ფაქტი. არ მგონია, რომ თავად ამ პროცესის ფიგურანტებს ბოლომდე ჰქონდეთ ამ ეტაპისთვის გააზრებული მათი აღიარების მძიმე შედეგები ქვეყნის როგორც შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს, როგორც სახელმწიფოს იმიჯისთვის,“- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

კიდევ ერთი სკანდალური ჩანაწერი ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, რომელშიც ყიფიანი და ასანიძე საუბრობენ. ის „კურიერმა“ მოიპოვა. აღნიშნულ ჩანაწერში ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გვარი გამოჩნდა

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow