ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალური ქსელის მეშვეობით პრეზიდენტის ადმინისტრაციას ლევან (როსტო) როსტოშვილის შეწყალების თხოვნით მიმართავს. მისივე თქმით, მან ბრალი აღიარა და სასჯელის ნახევარიც მოიხადა.

“ბატონო პრეზიდენტო, შეიწყალეთ ლევან როსტოშვილი. მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ ჩემი მეგობარია, ბრალი აღიარა, სასჯელის ნახევარი მოიხადა, მისი პირველი პატიმრობაა. კომისიის ყველა წევრმა ორჯერ მოაწერა ხელი მის შეწყალებას.

ციხე რეკომენდაციას გაძლევთ, მასზე, როგორც კარგი ყოფაქცევის პატიმარზე. იქნებ მისცეთ შანსი ცხოვრება თავიდან დაიწყოს. ვინც ფიქრობთ რომ როსტო იმსახურებს თავისუფლებას კომენტარში უბრალოდ + დაწერეთ, ან პოსტის მოწონებით დაადასტურეთ”, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow