სპორტის ყოფილი მინისტრი თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა. ლევან ყიფიანი “ომეგა ჯგუფის” საქმესთან და მედიაში გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომელიც სავარაუდოდ ბიზნესზე ზეწოლას ასახავს, ჩვენებას მოსამართლეს მისცემს.

ყიფიანს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. თქვა მხოლოდ ის, რომ საზოგადოება იმაზე მეტს გაიგებს ვიდრე იცის და ის რასაც გაიგებს გაუკვირდება.

“იმაზე მეტს გაიგებთ, რომ გაგიკვირდებათ. ამიტომ მაცალეთ. გამოვალ და ყველაფერს გეტყვით,”-განაცხადა ლევან ყიფიანმა.

ლევან ყიფიანი სასამართლოში ადვოკატთან ერთად მივიდა. როგორც გამოკითხვის დაწყებამდე უფლებადამცველმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, ლევან ყიფიანი სასამართლოსთვის “ომეგა ჯგუფის” საქმეზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას გეგმავს.

ლევან ყიფიანი პროკურატურაში გამოკითხვაზე გუშინ იყო დაბარებული, თუმცა მან ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა და გამოკითხვა მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვა.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow