უკვე მეორე დღეა ვანო მერაბიშვილი, უმძიმეს მდგომარეობაში კლინიკაში რჩება. ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, “მედიკლაბში” გუშინ მოათავსეს. ორთვიან უშედეგო მკურნალობაზე ადვოკატები და ოჯახის წევრები პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და კონსილიუმში, ოჯახის მიერ შერჩეული ექიმების ჩართვას ითხოვენ. ვანო მერაბიშვილს დღემდე არაერთი კვლევა ჩაუტარეს, თუმცა ზუსტი დიაგნოზი ამ დრომდე უცნობია. გაურკვეველია ისიც, მოწამლეს თუ არა ყოფილი პრემიერი.

ვანო მერაბიშვილის ადვოკატის განცხადებით, ამ დრომდე მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, ოჯახს არ ძლევა საშუალება გაიგოს ვინ არის ბრალდებულის მკურნალი ექიმი. სტეფანე თუმანიშვილის განცხადებით სასჯელაღსრულების სამინისტროსგან ურთიერთგამომრიცხავ პასუხებს იღებს, რის გამოც აქამდე ვერ მოხერხდა, რომ ვანო მერაბიშვილი ოჯახის წევრებმა მოინახულონ.

„წერილობით არაერთხელ მოვითხოვეთ რომ გვაცნობონ ვინ არის მისი მკურნალი ექიმი, რომ მას მოვთხოვოთ მისი დიაგნოზი და ახალა გვეუბნებიან, რომ თურმე მკურნალი ექიმის რეკომენდაცია უნდა მივცეთ და აი ეს არის მთავარი ნონსენსი, რომ რამდენი ხანია ვითხოვთ ვინ არის მკურნალი ექიმი, რომ ვთხოვოთ რეკომენდაცია გასცეს. როგორც განმიმარტეს, რომ არის რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენად იძლევა იმის საშუალებას რომ ოჯახის წევრმა მოინახულოს. სასჯელაღსრულება ჯერ ამბობს, რომ ყველაფერი კარგად არის მერე ამბობს, რომ ექიმის რეკომენდაცია უნდა, რამდენად იძლევა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმის საშუალებას, რომ ოჯახის წევრმა მოინახულოს,“-განაცხადა ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა სტეფანე თუმანიშვილმა.

ვანო მერაბიშვილის მეუღლე კი აცხადებს, რომ დღემდე მისთვის უცნობია რა კვლევებს უტარებენ მის მეუღლეს და ზოგადად რა დიაგნოზი აქვს ვანო მერაბიშვილს. თაკო მერაბიშვილი პაციენტის მონახულებას ითხოვს.

„უბრალოდ გვაწვალებენ ჩემი აზრით, დაგვცინიან კიდევაც. ისეთ რაღაცეებს ითხოვენ, მართლა ისეთ რაღაცეებს ითხოვენ, რაც მათ ყველაფერი აქვთ ბაზაში. მკურნალი ექიმის გარდა. მათ აქვთ ბაზაში, ჩვენ არა გვაქვს უბრალოდ ჩვენ ბაზაში რომ მკურნალ ექიმს დავუკავშირდეთ და რეკომენდაცია მომცეს რომ ჩემი მეუღლე ვნახო. ფიზიკურად მინდა ვნახო როგორ არის. მართლა ფიზიკურად მაინტერესებს როგორ არის, რომ ვნახო ამის უფლება რატომ არ გვაქვს ვერ ვხვდები. არასდროს შეთანხმებული ჩვენთან არაფერი არ ყოფილა. არც კვლევა, არც გადაყვანა. მოვითხოვ, რომ ვიცოდე ვინ არის მკურნალი ექიმი, რატომ არ მიშვებენ, რატომ არ შეიძლება რომ მოვინახულო, წამებაა ადამიანის? რა კვლევებს უტარებენ. იქებ არ ვარ თანახმა იმ კვლევებზე და მინდა სხვა კვლევები გაიკეთოს. რას ნიშნავს ეს ვერ გავიგე,“-განაცხადა ვანო მერაბიშვილის მეუღლემ თაკო მერაბიშვილმა.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow