სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეორგოლი, სადაც კრიშტიანუ რონალდუ, ლას-ვეგასის ერთ-ერთ კლუბში, ამერიკელ გოგონასთან, კეტრინ მაიორგასთან ერთად ერთობა. ეს, სწორედ ის ქალბატონია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, განცხადება გააკეთა, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლია – ცნობილმა ფეხბურთელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, სასტუმროს ნომერში გააუპატიურა.

ვიდეორგოლში აშკარად ჩანს, რომ წყვილი ფანტასტიკურად ერთობა – ცეკვავს და ერთმანეთს კოცნის. კეტრინის ინფორმაციით, რონალდუმ, აიყვანა სასტუმროს ნომერში და ძალის გამოყენებით გააუპატიურა.

“როცა ყველაფერი დამთავრდა, არ მიშვებდა, მეძახდა და დამნაშავის თვალებით მიყურებდა. მომეჩვენა, რომ მან ინანა ეს საქციელი. ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ რაღაცას მეუბნებონა, თითქოს ბოდიშს მიხდიდა და მგონი ამბობდა: – “ბოდიში” ან “რამე ხომ არ გატკინე” – ამბობს კეტრინი.

შეგახსნებთ, რომ კრიშტიანუ, დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მაიორგა, ყველაფერს აკეთებს, რომ ცნობადი სახე გახდეს.


comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow