თბილისის 74-ე საბავშვო ბაგა-ბაღში „ლიბერალს“ განუცხადეს, რომ ერთ-ერთმა მშობელმა ბავშვების მიერ შექმნილი „ცისარტყელები“ მოხსნა და წაიღო. ბაღის დირექტორის მოადგილის თქმით, ამ შემთხვევამდე ერთი დღით ადრე მშობელმა ანონიმური წერილი დატოვა, რომელშიც ეწერა, რომ „არ გამოეყენებინათ ლგბტ ფერები“.

დირექტორის მოადგილის თქმით, მშობელმა სხვა ბავშვების უფლებები დაარღვია, როცა მათი ნამუშევრები უკითხავად წაიღო.

„სამწუხაროდ, კამერები არ გვქონდა, თორემ პასუხს მოვთხოვდით“.

„მობრძანდით ადმინისტრაციაში და აგვიხსენით თქვენი დამოკიდებულება ფერებთან მიმართებაში“, – ვკითხულობთ ბაღის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ძვირფასო მშობლებო, ამ კვირაში ჯგუფის თემა იყო ცისარტყელა. ცისარტყელა როგორც მოგხსენებათ შვიდი ფერისგან შედგება,თქვენმა შვილებმა თავიანთ მასწავლებლებთან ერთად გააკეთეს ფერადი ფურცლებისგან ცისარტყელები და ჩამოკიდეს თავიანთი ნამუშევარი, დღეს დილით თეო გოგელიას ჯგუფში (3/4)-ში ერთერთმა მშობელმა უბრალოდ მოხსნა ეს ცისარტყელები და წაიღო ამას ქურდობა ჰქვია. მიზეზი ვიცით, მაგრამ მე მრცხვენია თქვენს გამო და აქ არ ვიტყვი!!! მობრძანდით ადმინისტრაციაში და აგვიხსენით თქვენი დამოკიდებულება ფერებთან მიმართებაში P.S. #ჩვენიბაღიფერადია“, – წერია განცხადებაში.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow