რუსეთი დიპლომატიურ და სამხედრო ზომებს მიიღებს იმ ფართო ბიოლოგიური ექსპერიმენტების საპასუხოდ, რომელსაც აშშ რუსეთის მეზობელ ქვეყნებში, კონკრეტულად კი საქართველოში აწარმოებს. ინფორმაციას სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ამის შესახებ დუმაში თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა.

მოსკოვში აცხადებენ, რომ თბილისში, ლუგარის ლაბორატორიაში ადამიანისთვის საშიშ ექსპერიმენტებს ატარებენ, ასევე ,მზადდება ქიმიური და ბიოლოგიური იარაღი.

„ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ თვალები დავხუჭოთ, ვიცით, რომ რაღაც პირდაპირ ეხება ჩვენს სამხრეთ საზღვრებზე უსაფრთხოებას. მივიღებთ დიპლომატიურ და სამხედრო ზომებს“ ,-განაცხადა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ შამანოვმა.

მისი თქმით, თავდაცვის კომიტეტის რეკომენდაციაა გაერომ შეამოწმოს ლუგარის ლაბორატორია საქართველოში.

აღნიშნულის შესახებ რუსმა დიპლომატმა სექტემბერშიც გააკეთეს განცხადებები.

კომენტარები მოსკოვში ამ თემაზე მას შემდეგ გაკეთდა, რაც საქართველოს უშიშროების სამსახურის ყოფილმა უფროსმა და საქართველოს მიერ ტერორიზმში ბრალდებულმა იგორ გიორგაძემ 11 სექტემბერს აღნიშნულის შესახებ განცხადება გაავრცელა. გიორგაძის განცხადებით, მას აქვს მტკიცებულება იმის შესახებ, თუ როგორ ატარებენ ამერიკელები საქართველოში ადამიანებზე საიდუმლო ექსპერიმენტებს.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow