რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ლუგარის ლაბორატორიის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ. მისი განმარტებით, ბოლო სამი კვირის განმავლობაში ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით რუსული საინფორმაციო საშუალებები C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასაც შეეხნენ, თუმცა ცენტრში ავადმყოფებს არ მკურნალობენ.

“დაავადებათა კონტროლის ცენტრი პასუხისმგებელია C ჰეპატიტის დროულ დიაგნოსტიკაზე, სკრინინგზე, ინფექციის კონტროლზე, სისხლის გადასხმის კონტროლზე, მაგრამ არამც და არამც ჩვენ ლუგარის ცენტრში არ ვაწარმოებთ ავადმყოფთა მკურნალობას, რაც თავის გამოსვლაში რამდენჯერმე აღნიშნა იგორ გიორგაძემ.“-განმარტა ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, ლუგარის ლაბორატორია საქართველოს ჯანდაცვის და მეცნიერების სისტემის ძალიან დიდი შენაძენია, რუსეთის მხრიდან კი, ამ შენაძენის დისკრედიტაცია ხდება.

ამირან გამყრელიძის თანახმად, მიმდინარე წლის 14-15 ნოემბერს საქართველო უმასპინძლებს გაეროს შესაბამისობის საერთაშორისო სავარჯიშოს რიჩარდ ლუგარის სახელობის ცენტრში, რაც მის ტრანსპარანტულობას უზრუნველყოფს.

„აღნიშნული ღონისძიება ტარდება საქართველოსა და გერმანული მხარეების ორგანიზებით და მასში მონაწილეობას მიიღებენ ბიო-ექსპერტები 20-ზე მეტი ქვეყნიდან.“- ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის მიწვევა გაეგზავნათ რუს ექსპერტებსაც, თუმცა მათ უარი განაცხადეს.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow