სამოქალაქო აქტივისტი მელორ ვაჩნაძე სოციალურ ქსელში ინიციატივას ავრცელებს:

„ყურადღება!
მაქვს საინტერესო ინციატივა…
ამ პრეზიდენტობის კანდიდატებს რომ ვუყურებთ, გული არა მარტო მე, არამედ მთელს საზოგადოებას უსკდება.
ზოგიერთი მათგანი პირსისხლიან რეჟიმს წარმოადგენს, ზოგიერთი კი 90_იანებიდან მოყოლებული, “სულგაყიდულია”(შალიკო) და ა.შ. ზოგს ქართული ენის ცოდნას ვუწუნებთ და მიდის ისტერია…
ამიტომ მაქვს ინიციატივა, არ გვინდა ამათი არაფრის მომტანი საარჩევნო მარათონი და არაფრის მომტანი დაპირებები!!!
ვინც უახლოეს დღეებში დააბრუნებს საკუთარ სახლში ოკუპანტების მიერ გატაცებულ ქართველ დედას მაია ოთინაშვილს, იმ კანდიდატს მივცეთ ხმა მიუხედავად მისი წარსულისა თუ ჩადენილი საქციელებისა!!!
მაია ოთინაშვილის განთავისუფლება ბევრად მნიშვნელოვანია ვიწრო პარტიულ ინტერესებზე!!!
ასევე დაიზოგება საარჩევნოდ გამოყოფილი დიდძალი თანხები, რომელიც შესაძლოა მოხმარდეს რუსული აგრესიით და ე.წ. ცხინვალის რეჟიმის მიერ დაზარალებულ ოჯახებს!!!
წარმატების შემთხვევაში მთელი საქართველოს მოსახლეობა დარწმუნდება კანდიდატს რამდენად შესწევს ძალა გადაჭრას ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხი…
ხელისუფალმა კი საჭიროების შენთხვევაში (ტყვეთა გაცვლა) ყველა კანდიდატს თანაბრად უნდა დაეხმაროს და შეუწყოს ხელი ამ პრობლემის დროულად გადაჭრაში!!!
P.S. აქტიურად დაუჭირეთ მხარი აღნიშნულ ინიციატივას, რომელიც უამრავი სიკეთის მიღმა, საზოგადოების გაერთიანებას შეუწყობს ხელს ამ რუსული ოკუპაციის პირობებში…
პატივისცემით: მ.ვაჩნაძე“

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow