2018 წლის 18 ივლისს ბათუმელმა გ. ბასილაძემ კაზინო აჭარაბეთში მილიონი ლარი მოიგო.

რაც მოგების შესახებ ინფრომაცია გავრცელდა _ მას ქურდული სამყაროს წარმომადგენლები დაუკავშირდნენ და მოგებული თანხის ნაწილი მოთხოვეს .

მინდია გორაძე ე.წ კანონიერი ქურდი მინდია გორაძე _ იგივე “ლავას ოღლი”
კეროდ მას პირადად დაუკავშირდა თურქეთში მოღვაწე ე.წ კანონიერი ქურდი მინდია გორაძე _ლავას ოღლი და დაავალა ქურდული სამყაროსთვის მოგებული თანხიდან 50% გადაეხადა _ წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა ოჯახის წევრებისა და მისი პირადი ლიკვიდაციით.

ბასილაძემ ლავას ოღლის თურქეთში პირველ ეტაპზე ჩაუტანა 100 000 ლარი . ხოლო შემდეგ სხვა კრიმინალურმა ავტორიტეტებმა ჯამში 600 000 ლარი იძულებით მიატანინეს.

ინფორმაცია ფაქტის შესახებ საიტის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე აჭარაში მოქმედმა ერთ ერთმა უფლება დამცველმა მოგვაწოდა.

ჩვენთვის უცნობია მომხდარი ფაქტის შესახებ იცოდა თუ არა სამართალდამცველებმა .

როგორც წყარომ მოგვაწოდა ინფორმაცია – ბასილაძემ სამართალდამცველებს მიმართა თავისი ოჯახის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად თუმცა აჭარის პოლიციამ ქმედითი ნაბიჯებისგან თავი შეიკავა და დაზარალებულს ფაქტის დამალვისკენ მიუთითა.

ე.წ კანონიერი ქურდი მინდია გორაძე _ლავას ოღლი

წყარო :newsweekadjara.com

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow