ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

,,აფხაზეთიდან დევნილის წერილი წავიკითხე.
ენით აუწერელი საშინელება, როცა ქალმა მომაკვდავ დედას და გადასარჩენ შვილებს შორის უნდა გააკეთოს არჩევანი – დარჩეს დედასთან თუ გაყვეს შვილებს.
არაფერს დავწერდი ამ ამბავზე ისე შემზარა და დამამუნჯა.
არაფერს დავწერდი რომ არა უკვე მერამდენედ ბრაზით დატრიალებულმა შეკითხვამ – რატომ ღმერთო?! სად ხარ ამ დროს შენ – კეთილი და სამრთლიანი?!

მე არ გეკითხები რატომ შია ზოგს და ზოგი ფულში იხრჩობა!
არც იმას გეკითხები რატომ არის ზოგი უბედური და ზოგი ბედნიერი!
მაგრამ!!!!
სად ხარ მაშინ როცა დედას შვილი უკვდება?!
სად ხარ მაშინ როცა ყველასაგან მიტოვებული პატარა ნაწვალები სიცოცხლე ვიღაცის გულგრილობას ეწირება?!
სად ხარ მაშინ როცა ადამიანს განგება ასეთი წარმოუდგენელი არჩევანის წინაშე აყენებს – დარჩეს მომკვდავ დედასთან თუ გაყვეს გადასარჩენად შვილებს?!

და ერთადერთი რასაც მე – ვისაც შენი მწამს, ვფიქრობ არის ის რომ შენ მხოლოდ ჩემში ხარ და ყველა სხვა ადამიანში და არ ხარ ჩვენს გარეთ! და ამასაც იმიტომ ვფიქრობ რომ მწამხარ თორემ ვერც დავიჯერებდი რომ არსებობ!
ჩემში რომ ღმერთია, ის ღმერთი კეთილია!”- წერს სარიშვილი.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow