საპარლამენტო უმრავლესობა ამტკიცებს, რომ კანაფის კულტივაცია/ექსპორტის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობის ორ თვეში განახლება, პოლიტიკური მოტივით არ არის განპირობებული. მმართველი გუნდის წარმომადგენლების თქმით, გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნებს არ უკავშირდება.

„ქართული ოცნების“ წევრების განცხადებით, ინიციატივის გადადება გამოიწვია იმან, რომ საკითხზე კონსულტაციები და დისკუსიები უნდა გაიმართოს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ გარკვეული წრეები, მათ შორის „რუსთავი 2“ ხელისუფლების მისამართით შავი პიარის აგორებაში დაადანაშაულა.

„გავა ეს არჩევნებიც და ამის შემდეგ ნახავთ, რა ნაბიჯები გადაიდგმება. ჯერჯერობით ნამდვილად არ გვაქვს არც იმის დრო, არც იმის რესურსი, რომ ამ მიმართულებით წავიდეთ იმიტომ, რომ არჩევნები არის უკვე კარს მომდგარი და ამას სჭირდება ძალიან დიდი ძალისხმევა მით უფრო, როდესაც ჩვენ წინააღმდეგ ასეთი შავი პიარი არის აგორებული ძალიან ბევრი წრის, პირველ რიგში, „რუსთავი 2-ის“ მხრიდან, რაც არ ეკადრება არცერთ დემოკრატიულ სახელმწიფოს და დემოკრატიულ საზოგადოებას,“- განაცხადა სოფო კილაძემ.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow