თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში კი­დევ ასე გაგ­რძელ­და, ძა­ლი­ან ბევ­რი წავა ამ ქვეყ­ნი­დან და მეც წა­ვალ! მე 80 წელს გა­და­ვა­ბი­ჯე და ჩემი წას­ვლა შე­იძ­ლე­ბა არა­ფერს ნიშ­ნავ­დეს, მაგ­რამ იმას ვამ­ბობ, რომ ასეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბა არ მინ­და!” – ამის შე­სა­ხებ “კვი­რის პა­ლიტ­რას­თან” ინ­ტერ­ვი­უ­ში მომ­ღე­რალ­მა ბუბა კი­კა­ბი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რო­მელ­მაც ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბე­ბიც და­ა­ფიქ­სი­რა:

– თქვე­ნი კო­ლე­გე­ბის უმე­ტე­სო­ბა, ისე­ვე რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მხარს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს უჭერს… თქვენ რა აზ­რის ხართ?

– არ გე­ცი­ნე­ბათ, რო­დე­საც მაგ კი­თხვას მის­ვამთ?! რუ­სეთ­თან ყოფ­ნა თუ გვინ­დო­და, ისე­დაც ვი­ყა­ვით, იქე­დან არა­ვინ გვაგ­დებ­და! რუ­სე­თი თავს არ გვა­ნე­ბებს და ამი­ტომ ერთი რამ უნდა ვი­ცო­დეთ: ჩვენ ისევ სა­ო­მარ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ძა­ლი­ან ცუდ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვართ! ვხე­დავ, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ახ­ლაც რუ­სეთს უჭერს მხარს! ეს არის სამ­შობ­ლოს ღა­ლა­ტი!

– სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭე­რებს გუ­ლის­ხმობთ და ამას თქვენს კო­ლე­გებ­ზეც ამ­ბობთ?

– დიახ, ყვე­ლა­ზე ვამ­ბობ! მათ­ზე ვამ­ბობ, რომ­ლებ­საც სურთ ისევ ვაშ­ლი გა­ყი­დონ რუ­სეთ­ში… ან თა­ვი­სუფ­ლე­ბი უნდა ვი­ყოთ, ან მო­ნე­ბი! სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ხელ­ში მგო­ნია რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბი ვერ ვიქ­ნე­ბით! რა­საც მე ვუს­მენ, აშ­კა­რაა რომ პრო­რუ­სუ­ლი ქა­ლია! ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს თა­მარ მე­ფის­თვის შე­უ­და­რე­ბია და რაღა გვი­ჭირს, ცო­ცხა­ლი გვყო­ლია ლე­გენ­და­რუ­ლი მეფე, ამ­დენს რომ ვე­ძებ­დით მის საფ­ლავს!

– რას იტყო­დით კა­ნა­ფის კულ­ტი­ვა­ცი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვა­ზე?

– ხომ არ გექ­ნე­ბათ, რომ მო­მა­წე­ვი­ნოთ? – ეგ არის ჩემი უკა­ნას­კნე­ლი ნატ­ვრა… ეს ირო­ნი­ით და ისე კი ძა­ლი­ან შეძრწუ­ნე­ბუ­ლი ვარ! ქარ­თვე­ლებს ერთი უბე­დუ­რე­ბა გვჭირს: სიგ­ლა­ხეს მალე ვით­ვი­სებთ! ეგღა გვაკ­ლია ჩვენ­თან მა­რი­ხუ­ა­ნას პლან­ტა­ცი­ე­ბი ავა­ბი­ბი­ნოთ.

კვირის პალიტრა

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow