პალამენტარი გიორგი ბეგაძე მალხაზ მაჩალიკაშვილის მუქარას, იოსებ გოგაშვილის ოჯახის განადგურების შესახებ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
“უამრავი ადამიანი დგას ჩვენი ქვეყნის სამსახურში და ემსახურება თავის სამშობლოს. მუქარა ასეთი ადამიანების მიმართ არის დაუშვებელი!!!

სოსო გოგაშვილი გამორჩეული ადამიანია, რომელიც ემსახურებოდა და ემსახურება ჩვენს ქვეყანას! მან უამრავი საფრთხე და რისკი ააცილა ჩვენს სახელმწიფოს! ის არის ჩვენი ქვეყნის პატრიოტი და ერთგული ადამაინი.

იოსებ გოგაშვილის და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ ასეთი ღია მუქარა ეხება მთელ ქვეყანას!!!” – წერს ბეგაძე

შეგახსენებთ, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი სისტემატიურად აქვეყნებს ძალადობრივი მუქარის შემცველ პოსტებს ფეისბუქზე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, იოსებ გოგაშვილს შვილებისა და შვილიშვილების განადგურებით ემუქრება.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow