საბერძნეთში 22 წლის ქართველი ემიგრანტი სოფო წიკლაური გარდაცვლილი აღმოაჩინეს, მას ერთი თვის შვილი დარჩა, რომელიც ამ დროისთვის ათენის ერთ-ერთ ბავშვთა საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შემთხვევა 11 ოქტომბერს მოხდა “დეტალები უცნობია, რა მოხდა და რატომ მოკლეს 22 წლის სოფი წიკლაური. ის მარტო ცხოვრობდა საკუთარ შვილთან ერთად. მისი შვილი ერთი თვის ჩვილია და საავადმყოფოშია გადაყვანილი. სოფის ჰყავს მეუღლე, რომელიც ჩემი ინფორმაციით, პატიმარია.

რამდენადაც ვიცი, ათენში ცხოვრობს სოფის დედაც, მას მეორე ოჯახი აქვს, ბერძენი მეუღლე ჰყავს. სხვა დეტალები ჩემთვის ცნობილი არ არის. როგორც მეუბნებიან, სოფის ძალიან უჭირდა და დახმარებას საჭიროებდა. ძალიან სამწუხარო და შემზარავი ამბავი მოხდა”, – განაცხადა ათენიდან ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტმა დარეჯან ღამბაშიძემ. მოკლული 22 წლის სოფი წიკლაური 5 წელი საბერძნეთში ცხოვრობდა.

ათენის ქართული სახლის ხელმძღვანელი იხსენებს რომ:,,სოფო სამი წლის წინ გავიცანი,ახალგაზრდა გოგონას ჭკვიან, კრიალა თვალებიდან, სევდანარევი ტკივილი მიყურებდა.მივხვდი ცხოვრების სუსხიან წლებს მარტო უმკლავდებოდა.არადა სულ 23 წლის თუ იქნებოდა.მინდოდა დავხმარებოდი,ვთხოვე მოსულიყო ჩვენს“ქართულ სახლში“ დამპირდა კიო, თითქოს წამიერად მოსწყდა წარსულის წამებს, გაიხარა, ჩვენი შეხვედრით, მაგრამ არ მოვიდა, დამეკარგა… ამ დღეებში ბავშვის სურათი გადმომიგზავნა ბოდიში მომიხადა, რომ „დავიკარგეთო.“ დღეს კი შავ ფარდად დაეშვა სიყვარული, ოცნება ,იმედი და ყველა მისი საიდუმლო.ბავშვივით გავშრი… სოფო დავკარგეთ,ალბად უკანასკნელად ცრემლი მოსწყდა განაწამებ დედას, რომელიც მის ერთი თვის შობილს ხარბად უყურებდა და შველას ითხოვდა. მისი პატარა დედას ვერასოდეს ნახავს, ტრაგიკულად დამთავრდა ამ პატარა გოგონას ყოფა ემიგრაციაში. ბედს წინასწარ ვერავინ გათვლის.ემიგრაციაში კი მსხვერპლი იზრდება.ვერაფერს ვშველით… ” – აღნიშნავს ის სოფო წიკლაურის გახსენებისას.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow