სოციალურ ქსელ ‘’Facebook’’-ში რამოდენიმე დღეა ვრცელდება მუქარის შემცველი სტატუსები ბავშვების მიმართ, რომელსაც, მე, თამარ იარაჯული და ჩემი ორგანიზაცია გამოვეხმაურეთ და მიგვაჩნია, რომ მსგავსი ხასიათის სტატუსები არა მხოლოდ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, არამედ არაეთიკური და ამორალურიცაა.
ჩვენი ორგანიზაცია წლებია იცავს ადამიანთა უფლებებს და მათ შორის ბავშვთა უფლებების დაცვა არის ყველაზე ღირებული.
მუქარა რომელიც გავრცელდა, კერძოდ სოსო გოგაშვილის, მისი შვილების და შვილიშვილების მიმართ იყო ამაზრზენი. იმის მაგივრად, რომ პასუხი მოეთხოვათ სტატუსის ავტორისათვის ამას მოყვა ძალიან აგრესიული ჯგუფის მიერ სიძულვილის ენით ადამიანების ურთიერთდაპირისპირების მცდელობა და მოწოდება იმისა, რომ ეს ოჯახი უნდა ,,განადგურდეს“ უნდა ,,დახვრიტონ““ ,,დახოცონ“’ და ასე შემდეგ. სოციალურ ქსელში ეს ჯგუფი ძალიან აგრესიულია და სიძულვილის ენით ცდილობს გამოიწვიოს სამოქალაქო თუ ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირება.
პატივს ვცემთ თავისუფალი სტყვის გამოხატვას, მაგრამ ეს არ უნდა შეცავდეს სიძულვილის ენას და მუქარას ან /და მოწოდებას ოჯახის განადგურების, ამოხოცვის და ასე შემდეგ
მინდა მივმართო ელისო კილაძეს და მოუწოდოთ იმ აგრესიულ ჯგუფს იმოქმედონ კანონის ფარგლებში, ნუ არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას. ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მიხედვით:
უდანაშაულობის პრეზუმფცია წარმოადგენს ფუნდამენტურ უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველი პუნქტში აღნიშნულია, რომ ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. ამასთან ერთად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს (საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი). აგრეთვე ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციის, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად.
ჩვენ არ დაუშვებთ უდანაშაულო ადამიანების ღირსების შელახვას და მუქარას მცირე წლოვან ბავშვებზე.
მივმართავთ სახალხო დამცველს, საქართველოს მთავარ პროკურატურას, საქართველოს შინაგან საქმეთა საინისტროს აგრესიული, მუქარის შემცველი სიტყვებით მიმართავენ ოჯახს, რაც დსჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით და იმის გამო, რომ შსს-მ გამოძიება არ დაიწყო მუქარის შემცველი კომენტარები სოციალური ქსელში კვლავ ვრცელდება, რაც ერთგვარი წახალისებაა ამ ჯგუფისთვის.
სამწუხაროდ, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის ფაქტები საქართველოში საკმაოდ ხშირია. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და ყველა სხვა შესაბამის უწყებასა თუ პირს, პატივი სცენ უდანაშაულობის პრეზუმფციას, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ მათ მიერ გაკეთებულ შეფასებებსა და გამონათქვამებს და შექმნან სამართლებრივი რეაგირების პრეცედენტი.
სამწუხაროა, რომ ფეისბუქის საშუალებით გვიწევს მოგმართოთ, მაგრამ სხვა გაზა არ დაგვიტოვეთ, ამასთან ვურთავთ ფოტომასალას სადაც გამოკვეთილია მუქარები, ღირსებისა და პატივის შემლახავი სიტყვები და უდანაშაულობის პრეზუმფციის აშკარა დარღვევა. ადამიანების ეს ჯგუფი სოციალური ქსელის ფეისბუქის საშუალებით ცდილობს სხვა ადამიანებზე მოახდინოს განსაკუთრებული ზეწოლა, გამოირჩევა აგრესიულობით, სიძულვილის ენაზე საუბრით, დისკრიმინაციული გამონათქვამებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დაკავებულნი არიან იმით, რომ მოახდინონ სხვადასხვა სახის დაპირისპირბები.

ეს კონკრეტული ჯგუფი არ აძლევს საშუალებას პიროვნებებს თუ ორგანიზაციებს თავისუფლად გამოხატონ თავისი მოსაზრებები, აგრესიული ფორმით ესხმიან თავს და აიძულებენ არ გამოთქვას განსხვავებული მოსაზრება.
ჩვენი ორგანიზაცია არ დაუშვებს ამ ადმიანების მიერ შეილხოს სხვების პატივი და ღირსება, აიკრძალოს თავისუფალი აზრის გამოხატვა და მუქარით და სიძულვილით უქნიონ თითი ყველას , ვინც მათთვის მიუღებელია.
თუ მსგავსი ხასიათის დანაშაული ვერ აღიკვეთა იძულებულნი გავხდებით მივმართო საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, დავანახო თუ როგორი მიკერძოებული და უკანონოა სამართალდამცავი ორგანოების მუშაობა, და ვთხოვოთ დახმარება.
წერს, თამარ იარაჯული სოციალურ ქსელში.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow